
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოდის, ვიზიტი 17-18 ნოემბერს არის დაგეგმილი.
საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები.
ვინ არის და რა ვიცით მაიკ პომპეოს შესახებ?
ამერიკის სენატმა მაიკ პომპეო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე 2018 წელს დაამტკიცა. მანამდე კი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორის კანდიდატურას სენატის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს.
პომპეომ მალევე მოიპოვა რეპუტაცია - როგორც ძლიერმა ხელმძღვანელმა, მკაცრი შეხედულებებით ტერორიზმის, წამებისა და ირანის საკითხების მიმართ.
პომპეოს აკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ გამოთქვამდა მოსაზრებებს, რომლებიც თეთრი სახლის პოზიციებთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე თავად მის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოს დასკვნებთან.
„ჩვენ არ გაგვიკეთებია იმის შეფასება, თუ რამდენად იმოქმედა რუსეთის ჩარევამ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე“, - ამბობდა პომპერო ერთ-ერთ ანგარიში.
რაც შეეხება საქართველოსთან მაიკ პომპეოს დამოკიდებულებას, 2018 წლის აპრილის დასაწყისში მან სენატისთვის წარსადგენ მიმართვაში საქართველოსა და უკრაინას შესახებ ისაუბრა. პომპეო წერდა, რომ რუსეთთან ამერიკის რბილი პოლიტიკა დასრულდა. ამერიკამ შეიარაღებული ძალების განახლება დაიწყო, რუსეთს სანქციები დაუწესა და განაგრძობს იმ მამაცი ქალებისა და კაცების შეიარაღებას, რომლებიც საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ექსპანსიას ებრძვიან.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან არაერთ სერიოზულ საკითხს და არა მარტო არჩევნებს განიხილავენ.
მისივე თქმით, პომპეოს ჩამოსვლა განპირობებულია მძიმე ეკონომიკური ვითარებით რეგიონში და არასტაბილური ურთიერთობა მსოფლიოში.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ალბერტ ვეილერი: საქართველომ პირველად გააკეთა არჩევანი ახალი საარჩევნო სისტემის მიხედვით