Digest Logo

🎥 ვის ელის დღეს რომანტიკული სიურპრიზები? - 6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

1749190727
 ნინა სუსლოვა

„დღეს 6 ივლისია, პარასკევი. დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა არის ვენერა, არ არის სასურველი დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა“,-  ამის შესახებ ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და ზოდიაქოს 12 ნიშანს 6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი გააცნო.

ვერძი:

დღეს მოგეცემათ ბევრი შესაძლებლობა, მაგრამ არ გარისკოთ და არ გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები. შეგიძლიათ დღის პირველი ნახევარი დაგეგმვას დაუთმოთ, მეორე ნახევარი კი დასვენებას დაუთმოთ.

კურო:

დღევანდელი დღე წარმატებული იქნება, შესაძლოა გაგიჭირდეთ დაგეგმვა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, შეეცადეთ დღე მსუბუქად გაატაროთ, ფინანსური კუთხით პრობლემების გადაწყვეტას შეძლებთ.

ტყუპები:

ყველაფერი კარგად გადაამოწმეთ, არის ალბათობა რომ ინფორმაცია, რაც თქვენამდე მოვა არ იქნება მართალი. არ გამოგეპაროთ არაფერი, მეტი დაკვირვებულობა გმართებთ ინფორმაციასთან.

კირჩხიბი:

ემოციური დღე იქნება, არ აიღოთ ახალი პასუხისმგებლობები. როგორც წინდახედულობა ისე სიფრთხილე გმართებთ. რაც უფრო მოახერხებთ ემოციები აკონტროლოთ, მით უფრო მარტივად გაივლით დღევანდელ დღეს. შეეცადეთ არ გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ფინანსური კუთხით.

ლომი:

საკმაოდ აქტიური დღეა, თამამად იმოქმედეთ. არ აიღოთ ისეთი პასუხისმგებლობა, რისი გადაჭრა გაგიჭირდებათ. არ აიღოთ ახალი პასუხისმგებლობა და დაასრულეთ ყველაფერი ის, რაც დაწყებული გაქვთ.

ქალწული:

დღეს გექნებათ შეგრძნება, ინტუიცია, თუ რა არის სწორი და რა არა. შეეცადეთ, რომ მიაქციოთ ყურადღება შეგრძნებებს. რაციონალურობამ კი შესაძლოა ხელი შეგიშალოთ. ინტუიციას დაუჯერეთ.

სასწორი:

დღე საკმაოდ აქტიური იქნება. შესაძლოა გარკვეული შეთავაზებები, ან  რომანტიკული სიურპრიზები მიიღოთ. დღევანდელი დღე მაქსიმალურად გამოიყენეთ.

მორიელი:

ფოკუსირდით კარიერაზე, შესაძლოა საინტერესო შეთავაზებები მიიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ რისკი არ ვარგა, საინტერესო დღეა. მიაქციეთ რეპუტაციას ყურადღება, შესაძლოა თქვენი წარმატება ყველას არ გაუხარდეს.

მშვილდოსანი:

დღე ჰარმონიულია, მაგრამ რაღაც მომენტში შესაძლოა ილუზიამ ხელი შეგიშალოთ რეალობა დაინახოთ. შეეცადეთ დღის პირველი ნახევარი მშვიდ გარემოში გაატაროთ.  

თხის რქა:

შესაძლოა მოგიწიოთ ისეთ გადაწყვეტილებები მიღება, რომელთა გადადება უკვე არ შეიძლება. შეეცადეთ ეს ყველაფერი დღის პირველ ნახევარში მოახერხოთ, რადგან დღის მეორე ნახევარში ცდუნებებმა ხელი არ შეგიშალოთ.

მერწყული:

დღე დაუთმეთ ურთიერთობებს, იქნება ეს მეგობრული, საქმიანი თუ პირადი. თუ კი რაიმე გაწუხებთ და თვლით რომ არ იყავით მართალი, შეეცადეთ რომ გამოასწოროთ.

თევზები:

კარგი იქნება დასვენება, ენერგიის აღდგენა. ქალაქგარეთ წახვიდეთ, შეეცადეთ დღევანდელი დღე არ იყოს რუტინული, რაც შეიძლება აისახოს თქვენს ჯანმრთელობაზე.

რაც შეეხება უქმეებს:

შაბათს  - დღე განმარტოებას დაუთმეთ.

ხოლო კვირას  - გაერთეთ, მეგობრებთან ერთად მიიღეთ ახალი ცოდნა და შეიცვალეთ გარემო. ნებისმიერი რამ, რაც სიახლის მომტანია ამ დღეს შეგიძლიათ გააკეთოთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕ „გიორგი ლორია ნაკრებიდან ღირსეულად უნდა გაგვეცილებინა და მიხარია, რომ ამაში ჩემი წვლილიც შევიტანე“ - ლუკა ლოჩოშვილი

⭕ „ზაფხულის არდადეგებს მაინც საგანგებო სუნთქვით ვხვდებოდით, კარგ ამინდებში ეზოში ზეწარს დამიგებდნენ და ვწვებოდი, წიგნი უნდა წამეკითხა“ - გიორგი კეკელიძე