Digest Logo

ვინ იმუშავებს გიორგი გახარიას მაგივრად?

1604309047
გიორგი გახარია იზოლაციაშია 2020

გუშინ, 1-ელ ნოემბერს საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა, რადგან პრემიერის თანამშრომელს, რომელთანაც უშუალო შეხება ჰქონდა კორონავირუსი დაუდასტურდა.

რამდენიმე დღის წინ კი, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც პრემიერის იზოლაციაში გადასვლას ეხებოდა, რადგან მას კონტაქტი ჰქონდა დეპუტატ ნინო წილოსანთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ასე უპასუხა:

„თვითიზოლაციაში გადავიდე, ჩემ მაგივრად ვინ იმუშავებს? იქნებ, რაიმე იდეა შემომთავაზოთ?“

რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა.

„დაიჯესტი“ დაინტერესდა, ახლა ვინ იმუშავებს პრემიერის ნაცვლად.

როგორც პრესსამსახურში განგვიმარტეს, გიორგი გახარია მუშაობას დისტანციურად აგრძელებს და მის ნაცვლად სხვა არავინ იმუშავებს.

„პრემიერი აგრძელებს დისტანციურად მუშაობას, მის ნაცვლად არავინ იმუშვებს, ყველა მის ვალდებულებას ის თავად, სახლიდან შეასრულებს“- გვითხრა, გახარიას პრესსამსახრის უფროსმა, ნინო წივწივაძემ.

🔘აგრეთვე დაგაინტერსებთ:

პოლიტიკოსების კლასტერი - კორონავირუსი მთავრობაში

კოვიდდადებითები - ქართველი ცნობილები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ

გახარიას პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა