Digest Logo

„3-5 წლის ასაკში მეორე ენის სწავლება ძალიან ეფექტიანია“ - თამარ გაგოშიძე

1624956766
თამარ გაგოშიძე

​ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში მეორე ენის სწავლებისთვის ეფექტიანი სტრატეგიების შესახებ, მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა.

მისი თქმით, თუ ბავშვს თავის ენაზე საუბარი და ენობრივი სისტემები ასაკობრივად არ აქვს განვითარებული და აღინიშნება მეტყველების შეფერხება, ასეთ შემთხვევაში მეორე ენის სწავლება არის დამაზიანებელი.

„როდიდან უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს მეორე ენა? ამასთან დაკავშირებით სერიოზული დებატებია. ბავშვის თავის ტვინი არის ძალიან პლასტიკური, ადვილად ითვისებს ინფორმაციას, არის ცნობისმოყვარე, მკვლევარი. არ არსებობს კრიტიკული პერიოდი იმისი, თუ როდის სჯობს მეორე ენის დაუფლება. 3-5 წლის ასაკში ენის სწავლება ძალიან ეფექტიანია და 11-12 წლის ასაკშიც ძალიან ეფექტიანია, ისევე როგორც 17 წლის ასაკში. ენის პარამეტრებით ეფექტი განსხვავებულია. 3-5 წლისა და 11-12 წლის ასაკში ნასწავლი ენების შემთხვევაში, ​ტესტებში უკეთესი მონაცემები 11-12 წლის ასაკში ნასწავლ ბავშვებს აქვთ. რატომ? ამ ასაკში ბავშვებს კოგნიტიური სტრატეგიები სხვანაირად აქვთ განვითარებული. რა რეკომენდაციები არსებობს მეორე ენის სწავლასთან დაკავშირებით? ენას ვინც ასწავლის, მან ძალიან კარგად იცის, რომ სამი წლის ბავშვს განსხვავებული მიდგომა სჭირდება, 7 და 11 წლის ბავშვს სხვანაირი. არც 3-4 წლის ასაკშია ტრაგედია, თუ ბავშვს ვასწავლით მეორე ენას, მაგრამ ეს სწავლება, ბუნებრივია, არის თამაში, ენობრივი გარემოს შექმნა. უკვე 8-12 წლის ასაკში ეს არის შემეცნებითი სტრატეგიები, თუ როგორ უნდა ისწავლოს ბავშვმა კონკრეტული ენა. ​თუ ბავშვს თავისი ენა არ აქვს ათვისებული იმ ასაკისთვის, ეს საქმეს ართულებს. დღეს ძალიან ბევრ ბავშვს აქვს მეტყველების განვითარების შეფერხება. თუ ბავშვს თავის ენაზე საუბარი და ენობრივი სისტემები ასაკობრივად არ აქვს განვითარებული, ასეთ შემთხვევაში მეორე ენის სწავლება არის დამაზიანებელი,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორ უნდა მიხვდეთ თუ თქვენს შვილზე ძალადობენ - რჩევები მშობლებს

არ შეიძლება პატარას საჩუქარი მოუტანოთ, უფროსისთვის კი სათამაშოს ყიდვა დაგავიწყდეთ - კომაროვსკი

„რით ვკვებავთ ბავშვს, ეს კი არ არის მთავარი, მთავარია როგორ ვაჭმევთ და ვაცმევთ,“ - ნანა ჩაჩუა

წყარო: www.youtube.com