Digest Logo

არავითარი ბოტოქსი! - 10-წუთიანი სახის იოგა

1601368268
იოგა სახისთვის

სახის კანის გამაჯანსარებელ ამ ხერხებში იოგას პრინციპი შენარჩუნებულია, ის მარტივად შესასრულებელია და მოკლე დროში სერიოზული ეფექტი აქვს.

მაშ ასე, სულ 4 ვარჯიშია:

1. შუბლის დაუთოება - აკუპუნქტურის პრინციპით აფერხებს ნაოჭების გაჩენას და ხსნის დაძაბულობას!

ინსტრუქცია:

მუშტებად შეკარით ორივე ხელი. შუა და საჩვენებელი თითების შუა ფალანგის ძვლები შუბლის ცენტრში მოაქციეთ და დააწექით;

ნელ-ნელა დაწოლით გააცურეთ მუშტები შუბლის კიდეებისკენ;

ბოლოს მსუბუქი დაწოლით დაამთავრეთ საფეთქლებზე;

გაიმეორეთ 4-ჯერ.

2. კისრის გაჭიმვა - იჭიმება კისერი და ხელს უშლის ღაბაბის წარმოქმნას.

ინსტრუქცია:

ტუჩები ისე გასწიეთ, რომ ლოყებში დაჭიმულობა იგრძნოთ;

იმავე მხარეს 45 გრადუსით მიაბრუნეთ კისერი. ამ დროს უნდა დაგეჭიმოთ კისერიც;

გააჩერეთ 3 წამი;

გაიმეორეთ მეორე მხარესაც.

3. სახის აჭიმვა - „აუთოებს“ ცხვირ-ტუჩის ნაოჭებს (ღიმილის ხაზებს), მაღლა სწევს თვალებსა და ლოყებს.

ინსტრუქცია:

ღაწვებზე მიიდეთ ხელის გულები ;

დააწექით მაღლა და უკან:

პირით „ო“ წარმოთქვით. ქვედა ყბა მაქსიმალურად ჩაქაჩეთ ქვემოთ.

4. წარბების აჭიმვა - წარბების მოდუნებულ კანს აჭიმავს და ასევე, „დააუთოებს“ ღიმილის ნაოჭებს;

ინსტრუქცია:

ჩამოუშვით მხრები. ერთი ხელი თავს ზემოთ გადაიტარეთ და თითების ბოლოებით წარბს შეეხეთ.

ამ ვარჯიშისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება თითების განლაგებას.

ამიტომ გირჩევთ, სარკის წინ გააკეთოთ: არათითი წარბის განაპირას უნდა დაადოთ, შუა თითი კი - საფეთქელზე. ვარჯიშის შესრულებისას თითები არ გაამოძრაოთ.

თითების მსუბუქი დაწოლით აჭიმეთ სახე ზემოთ და უკან; შემდეგ თავი მხარზე ჩამოაგდეთ, ამ პოზაში გაჩერდით ცოტა ხანს;

ბოლომდე ამოისუნთქეთ ჰაერი, თან ენა გადმოყავით მაქსიმალურად;

იგივე გაიმეორეთ მეორე მხარესაც.