
ქართველი ასტროლოგი, მარიამ შუკაკიძე ასტროლოგიურ პროგნოზებზე პერიოდულად უზიარებს რჩევებს საზოგადოებას. მას აქვს YouTube-ის საკუთარი არხი, სადაც ვიდეოებს აქვეყნებს მიმდინარე ასტროლოგიურ მოვლენებსა და მათი გავლენის შესახებ ზოდიაქოს ნიშნებზე.
ამჯერად იგი, პლანეტების ტრანზიტებზე და მათი გავლენაზე აქვეყნებს ვიდეო, სადაც ასევე განხილული აქვს 25 ივნისის ახალმთვარეობა.
„ამჟამად ვენერა-პლუტონის დაპირისპირება გვაქვს, ეს იწვევს სიკვდილიანობას ქალებში. ამ ასპექტის გავლენით, შესაძლოა რომ ბევრი წყვილი დაშორდეს. ეკონომიკური პრობლემებიც შეიძლება გამოიწვიო, რაც პერსონალურ ტრანზიტებზე იქნება დამოკიდებული. ვენერა კუროს ნიშანში დგას, ამიტომ მარტივი პერიოდი არ იქნება კუროებისთვის პირადში და ფინანსურად.
რაც შეეხება ისრაელი-ირანის ურთიერთობას. ახლა გვაქვს მარსი-ურანის კვადრატურაც, რაც ნიშნავს სპონტანურ გადაწყვეტილებებს და უეცარ დაპირისპირებებს. შესაბამისად, ამ ასპექტმა გამოიწვია, არსაიდან მოხდა ეს შეტაკება. ამჟამად გვაქვს, მზე-სატურნის, მზე-პლუტონის, მარსი-ურანის, ვენერა-პლუტონის და იუპიტერი-ნეპტუნის დაპირისპირება. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, არ არის მარტივი პერიოდი. განსაკუთრებით ეს ეხება, ფიქსირებული ხარისხის ნიშნებს: ლომი, მერწყული, კურო, მორიელი, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, საკმაოდ აგრესიული პერიოდია თქვენთვის. ეს გაზრდის, ილუზიებს, დეპრესიულ ფონს, უსამართლო ქმედებებს.
მარსი-ურანი, ეს არის რევოლუციური განწყობები. როდესაც ადამიანებს უნდათ, რაღაც სპონტანური ცვლილებები.
11 ივნისს გვქონდა სავსემთვარეობა, ახლა 25 ივნისს კი გვექნება ახალმთვარეობა. ვისთვის იქნება მნიშვნელოვანი ეს მოვლენა, კარდინალური ხარისხის ნიშნებისთვის: კირჩხიბი, თხის რქა, სასწორი და ვერძი.
რისთვის არის ეს პერიოდი კარგი: ახალი წამოწყებებისთვის, სხვადასხვა სახის მანიფესტაცია. ჩამოწერეთ თქვენი სურვილები, რა გინდათ რომ მოიზიდოთ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ეს მოგცეთ სამყარომ უკვე. თქვენი სურვილი იყოს რეალისტური. მაგალითად ხელფასის გაორმაგება, და არა გაასმაგება, ანუ რეალობასთან ახლოს უნდა იყოს.
მსოფლიო ომის საშიშროება ნამდვილად არის, მე 2025 წლის პროგნოზში ვთქვი, რომ 2025 9-იანის წელია, რაც დასასრულია ციკლის. თან მარსიანული პერიოდი გვაქვს, გველის წელი. მარსი კი არის ბრძოლა და დაპირისპირება“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: