ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი, ექიმი ანზორ მელია ნაბახუსევის დროს ინფარქტის თავიდან აცილებისთვის კონკრეტულ რჩევებს გვიზიარებს და „დაიჯესტთან“ საუბრისას ამბობს, რომ იმისთვის, რათა ფატალური შედეგი არ დადგეს, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ჯანმრთელობის კონტროლი აუცილებელია.
მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება, იმ ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ, რომელთან ოჯახის წევრიც ინფარქტით, ან ტრომბით დაიღუპა, ვინაიდან გენეტიკურად დაავადების გადაცემის დიდი შანსია.
„ნაბახუსევზე ცივი წყლით შხაპის მიღება კი არა მაცივრის წყლის დალევაც კი არ შეიძლება, იმიტომ რომ შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს რაიმე დაავადება, რის შესახებაც არ იცოდეს, სიმთვრალე და ნაბახუსევი კი მის პროვოცირებას ახდენს. ამ დროს ცივი წყლის დალევა, ცივი წყლით ბანაობა და ფიზიკური დატვირთვა გულის სისხლძარღვის სპაზმს იწვევს და ვითარდება ინფარქტი.
ბოლოს პერიოდში ისედაც ძალიან გახშირდა ინფარქტები და ინსულტები, როდესაც ევროპაში კარდიოლოგთან კონფერენციებზე დავდიოდით, ინფარქტის მიზეზებად სახელდებოდა, ჭარბი წონა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, სიგარეტის მოწევა და ასე შემდეგ. ბოლო 2 წელში, რაც პანდემია არსებობს, არის მუდმივი სტრესული ფონი, ამას ემატება საქართველოში არსებული სტრესული გარემოც, ამ ყველაფერმა კი ადამიანების ჯანმრთელობა შეარყია, ამიტომ გახშირდა ასე ინფარქტის შემთხვევები.
რაც შეეხება პროფილაქტიკას, აუცილებელია ადამიანებმა ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყონ ხელი - ფეხით სიარული, სიგარეტზე უარის თქმა და ალკოჰოლის ევროპულად დალევა, აი ესაა გამოსავალი. აგრეთვე ვურჩევ, იმ ადამიანებს, რომლებსაც ოჯახის წევრი ადრეულ ასაკში ინფარქტით დაეღუპათ, მუდმივად აკონტროლოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. რადგან მაღალია გენეტიკური ფაქტორი, უნდა გაიკეთონ გამოკვლევები და სულ მინიმუმ უნდა იკონტროლონ წნევა“, - განუცხადა „დაიჯესტს“ ექიმმა ანზორ მელიამ.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ბავშვები და ოჯახები, რომლებიც 2023-მა წელმა გვაჩუქა - სელებრითების წლის კარგი ამბები
🎥 ლეგენდარული სიმღერა Felicita, ნანუკა ჟორჟოლიანის და ვანიკო თარხნიშვილის შესრულებით
🔵🎥 ოთოს, ანასტასიას და ნიკოლოზის „ფიფქებო“ და მოხიბლული მსმენელი