2023 წელი დასასრულს უახლოვდება, ამ წელს კი ქართველი შოუბიზნესის წარმომადგენლების ოჯახებში ბევრი კარგი რამ მოხდა - ზოგმა ცოლი მოიყვანა, ზოგს კი შვილიც შეეძინა.
ეს ის თემაა, რომელიც საზოგადოების და ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში ყოფნას ყოველთვის ახერხებს.
სწორედ ამიტომ, „დაიჯესტი“ გთავაზობთ 2023 წელს დაბადებულ ბავშვებს და შექმნილ ოჯახებს, რომლებიც ამ წელმა გვაჩუქა:
ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე
ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 16 ოქტომბერს, ცხოვრება მის რჩეულს, ნიცა თავაძეს დაუკავშირა. წყვილმა ჯერ ქაშუეთის ეკლესიაში დაიწერა ჯვარი, შემდეგ კი მოკრძალებული ქორწილი გადაიხადეს რესტორან ფუნიკულიორში.
რუსკა ქარქაშაძე და ლაშა მოწონელიძე
8 ივნისს რუსკა ქარქაშაძემ მის რჩეულზე და ლაშა მოწონელიძეზე იქორწინა. რუსკა ფეხმძიმედ არის და ახალ 2024 წელს შვილსაც გააჩენს.
თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე
5 ივნისს ტელეწამყვანი თათია შარანგია, მის რჩეულზე ჯარჯი თორაძეზე დაქორწინდა.
სანდრო შელია და ნინა ხუბუტია
ბიზნესმენი სანდრო შელია დაოჯახდა. მისი რჩეული ჟურნალისტი ნინი ხუბუტიაა.
წყვილმა ჯვარი რომში დაიწერა და ქორწილიც ვიწრო წრეში სწორედ რომში აღნიშნა.
ნოდარ ჭეიშვილი და ნინუცა არეშიძე
2023 წლის 5 თებერვალს ნოდარ ჭეიშვილმა თამაშის დასრულების შემდეგ თავის რჩეულს ხელი სთხოვა.
ლუკა ნაჭყებია და ანუკა ჯორბენაძე
პოპულარული კულინარიული შოუს, მასტერშეფის ერთ-ერთი წამყვანი ლუკა ნაჭყებია დაქორწინდა. ლუკა ნაჭყებიას რჩეული ანუკა ჯორბენაძეა.
მურო გაგოშიძე და მანო მიქაძე
ცნობილმა მოცეკვავემ მურო გაგოშიძემ 19 აგვისტოს მის რჩეულზე მოცეკვავე მანო მიქაძეზე იქორწინა.
გიორგი წიტაიშვილი და სოფია მურზა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ცნობილი აგენტის, ედვარდ მურზას ქალიშვილი სოფია მურზაა.
მათი ქორწილი 30 მაისს საქართველოში გაიმართა.
თაკო ნაცვლიშვილი და ოთო ხურციძე
27 მაისს მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ოთო ხურციძეზე დაქორწინდა. წყვილმა ქორწილი იტალიაში გადაიხადეს, სადაც ბედნიერების დღე მეგობრებთან ერთად აღნიშნეს.
მარიამ მათითაშვილი და დათო თოფურია
ცნობილი მოცეკვავის, თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილი, „სუხიშვილების" სოლისტი მარიამ მათიაშვილი ოფიციალურად გათხოვდა. ჯერ კიდევ გაზაფხულზე შედგა ნიშნობა - მარიამს თავისმა რჩეულმა დათო თოფურიამ სთხოვა ხელი და სასურველი თანხმობაც მიიღო.
შალვა რამიშვილი და მარიამ ტარიელაშვილი
30 აგვისტოს ჟურნალისტი შალვა რამიშვილი მესამედ დაქორწინდა. მისი რჩეული მარიამ ტარიელაშვილია.
2023 წელს ბევრი ქართველი ცნობილის ოჯახში მატება იყო, მიმდინარე წელში ბავშვები შეეძინათ:
ნანუკა გულუას და კახა კაშიას - წყვილს მეორე შვილი შეეძინათ, რომელსაც იკა დაარქვეს.
გელა დაიაურს და ეკა მანჩხაშვილს პირველი შვილი ეყოლათ, რომელსაც ვაჩე დაარქვეს.
ქართველი ფეხბურთელს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ბორდოს“ შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი და მია გზირიშვილი, პირველი შვილის მშობლები სულ ცოტა ხნის წინ გახდნენ და ვაჟი ეყოლათ, რომელსაც დათი დაარქვეს.
ბერა ივანიშვილს და ნანუკა გუდავაძეს მეორე შვილი დადუ ივანიშვილი 2023 წლის 20 მარტს შეეძინათ.
ხატია ბუნიათიშვილი მიმდინარე წელს გოგონას დედა გახდა, თუმცა ვინ არის პიანისტის რჩეული ამ დრომდე უცნობია.
მომღერალი ნათია თოდუა გასული წლის შემოდგომაზე დაოჯახდა. მისი რჩეული დავით ზურაბაშვილია. მიმდინარე წელს კი მომღერალს პირველი შვილი, ჰუგო შეეძინა, ბავშვი ბერლინში დაიბადა.
გიორგი გაბუნიას და ნინი ფუტკარაძეს პირველი შვილი ეყოლათ, უსაყვარლესს გოგონას კირა დაარქვეს.
ლიზა ჩიჩუას და ირაკლი მაქაცარიას მიმდინარე წელს შვილი ეყოლათ, ბიჭუნას კი გიორგი დაარქვეს.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: