გერმანიაში მცხოვრები ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვერ ზრუნავს კოვიდ დადებით პაციენტებზე.
მისი თქმით, მკურნალობა არასწორი გზით ხდება და კოვიდ დადებითი პაციენტი არდადგენილი სეფსისით, ფილტვის შეშუპებით, ინსულტით კვდება.
„სეფსისის პრევენციის (ანუ არ დაშვების) მიზნით, სეფსისი მართვის S3 „გაიდლაინი“ 2020 წელს ფაქტობრივად ექსპერტების 100%-იანი თანხმობით იქნა მიღებული.
დასავლეთ ევროპის კლინიკებში კი უკვე ალბათ 15 წელია უბრალოდ დიდი პრობლემა შეგექმნება გადაუდებელი ამბულატორიის ექიმს, თუკი სიცხიან, მაღალსიცხიან და ციებიან პაციენტს არ აუღე სისხლის კულტურა, სისხლის ანალიზი და მერე ეგრევე არ მიეცი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი.
ეს ისევე ნაღდია, როგორც დედამიწის ბრუნვა.
კოვიდს რომ ანტიბიოტიკით არ მკურნალობენ, ამაზე დისკუსია დეგრადაციად მიმაჩნია.
კოვიდი რომ სისხლში არ მრავლდება და არაა ტიპური და აქამდე ცნობილი ვირუსი, ამაზე დისკუსია სიბნელეა მხოლოდ.
კოვიდი რომ ასუსტებს ადამიანს იმუნურად და აქამდე უვნებელი ინფექციის გამომწვევები შეიძლება გახდნენ პრობლემა, ესეც არ უნდა იყოს სადისკუსიო.
კოვიდინფიცირებულთა ალბათ 30% მაინც სეფსისით იღუპება, ესეც არ უნდა იყოს დიდი საიდუმლო. რა თქმა უნდა არის სხვა გართულებებიც, მაგრამ, სეფსისი არის მნიშვნელოვანი.
ამ გართულებას რომ პრევენცია უნდა, ამაზე დისკუსია მიმაჩნია ექიმის მხრიდან უბრალოდ დამღუპველად.
ამიტომაც, ვისაც ეზარება კითხვა, არის ერთწუთიანი ინფორმაცია და არის ათეულგვერდიანიც.
სეფსის პრევენციით დიახაც და კოვიდ ინფექციისას ადამიანების სიცოცხლეს უბრალოდ იხსნი, გართულების არეალს ზღუდავ და რატომ უნდა თქვა ამაზე უარი, აი ეს გაუგებარია.
არ შეიძლება ასე „ტუსოვკურად“ ერთიმეორეზე მიწებება.
კოვიდ დადასტურებული ადამიანები საქართველოში იღუპებიან არდადგენილი
სეფსისით, ფილტვის ფულმინანტური ემბოლიებით და თრომბოზებით ინფარქტებით და ინსულტებით
უბრალოდ ფილტვის შეშუპებით.....
პაციენტის მართვა არის საქართველოში უდიდესი პრობლემა“,- წერს ფრანგიშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა