Digest Logo

„ის კაცი რომ გარდაიცვალა, ორჯერ აცრილიო, ატყდა ამბავი, დამაინტერესა, მართლა იყო თუ არა აცრილი და გადავედი მის გვერდზე...“

1629743632
რუსიკო კობახიძე

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსით 2-ჯერ აცრილი ადამიანი გარდაიცვალა.

მომხდარს სოციალური ქსელის მომხმარებელი რუსიკო კობახიძე ეხმაურება და წერს, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„გუშინ რისი მომსწრე გავხდი. ის კაცი რომ გარდაიცვალა, ორჯერ აცრილიო, ატყდა ამბავი. დამაინტერესა, მართლა იყო თუ არა აცრილი და გადავედი მის გვერდზე. ედო თავისი ფოტო, კოვიდის დროს გადაღებული და იმავე ფოტოზე აკომენტარებდა ხალხი და მის გარდაცვალებას დასტიროდა.

უამრავი კომენტარი, მწუხარება. შევამჩნიე ერთი იუზერი: "სუვენირები და საჩუქრები", რომელიც ყველას, ვინც კითხულობდა, რისგან გარდაიცვალა, უწერდა, რომ ის ორჯერ აცრილი იყო და აცრამ ვერ უშველა. მუშაობდა რა ტიპი. ახლა მისი პროფილი შევამოწმე და ანტივაქსერი ტროლი. ასე უნამუსოდ შეუძლიათ ირბინონ და ასეთი უბედურების დროსაც "საქმე აკეთონ“ - წერს რუსიკო კობახიძე.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„გეგას სასიკვდილო განაჩენი ბაბუამისმა გამოუტანა“ - ვინ იყო გეგა კობახიძის მამა და რას ამბობდა ის შვილზე

🔵„საველე ჰოსპიტალში პაციენტი შეიძლება, უფრო დამძიმდეს და გარდაიცვალოს“ - ირმა კვიცარიძის სკანდალური სიმართლე კოვიდის ქართულ მართვაზე

🔵როგორ ვძლიოთ კოვიდის შემდეგ სისუსტეს და უღონობას და როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი - რჩევები ექიმისგან