Digest Logo

ჩემი, როგორც ექიმის აზრით, სექსი ძალიან სასარგებლო და საჭიროა - რატიანი

1626346203
ექიმი ლევან რატიანი

„საბჭოთა კავშირში აცხადებდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სექსი. დღეს სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, აღარ არის საბჭოთა კავშირი, სამაგიეროდ არის სექსი“, - ასე დაიწყეს „რუსთავი 2“ - ზე მედიკოსებმა გადაცემა „ექიმები“, რომლის ერთ-ერთი თემაც სექსუალური ურთიერთობების სამედიცინო ჭრილში განხილვა იყო.

გადაცემაში მათ განაცხადეს, რომ სექსი ნორმალური ჯანსაღი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

„სექსი და სექსუალურობა ჩვენი ცხოვრების ნაწილია, ის არ არის მხოლოდ გამრავლებისთვის, ის ადამიანებს ანიჭებს სიამოვნებას და ჯანმრთელობის კუთხითაც ეფექტიანია. სექსი აუმჯობესებს არტერიულ წნევას, წვავს კალორიებს, აუმჯობესებს კუნთებს და ახალისებს ჩვენს ცხოვრებას. რომ შევაჯამოთ სექსი არსებობს, მათ შორის საქართველოშიც. ჩემი, როგორც ექიმის აზრით, სექსი არის ძალიან სასარგებლო და საჭირო“, - განაცხადა ლევან რატიანმა გადაცემაში „ექიმები“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ქორწინებამდე სექსის არ ქონას აქვს ერთი ძალიან სასიამოვნო მხარე“ - მიშო სულუხია გურამ შეროზიას პასუხობს

„30 წლის ქალიშვილი ისე დააკომპლექსეს, პირველივე შემხვედრს დაუწვა და ასე მოიშორა ეს მძიმე ტვირთი“

„უნდა დავრეგისტრირდეთ იმ ვაქცინაზე, რომელიც ხელმისაწვდომია"- ივანე ჩხაიძე