Digest Logo

„უნდა დავრეგისტრირდეთ იმ ვაქცინაზე, რომელიც ხელმისაწვდომია"- ივანე ჩხაიძე

1626338807
ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის პროცესში ჩასართავად ქვეყანაში 4 ტიპის ვაქცინაა წარმოდგენილი. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, Pfizer-ზე მოთხოვნა დიდია, თუმცა მკვეთრად გაზრდილი ინფიცირებულთა რაოდენობა იმაზე მეტყველებს, რომ მოსახლეობამ სხვა ვაქცინების დოზებიც უნდა გამოიყენოს. მისივე თქმით, ეტაპობრივად, ქვეყანაში ვაქცინების დამატებითი დოზები შემოვა.

„ჯამურად, ველოდებით 3,2 მილიონ დოზა ვაქცინას. საქართველოში Pfizer-ის მილიონი დოზა შემოვა. ეს 500 ათასი ადამიანის ვაქცინაციისთვის არის საკმარისი. საქართველოს ყველა მოქალაქე ვერ აიცრება Pfizer-ის ვაქცინით. მკვეთრად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მკვეთრად გაუარესებული ინფიცირების მაჩვენებელი არჩევანს არ გვიტოვებს. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მირჩევნია გავჩერდე და Pfizer-ის ვაქცინა შემოვა დამატებით ქვეყანაში და ავიცრები. საუბარია იმაზე, რომ ყველა დაკარგული დღე არის ინფიცირების გაზრდილი რისკი. უნდა დავრეგისტრირდეთ იმ ვაქცინაზე, რომელიც ხელმისაწვდომია“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

❗ასევე დაგაინტერესებთ:

VIDEO: ბიძინა ივანიშვილის უმცროსი შვილი იუბილარია - როგორ მიულოცა ოჯახმა დაბადების დღე?

„სამ პარტიულ ტელევიზიაში ასეულობით მილიონია ინვესტირებული",- ირაკლი კობახიძე

„ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა იმ პუნქტს, რომელიც ჩადებულია შარლ მიშელის დოკუმენტში, ამას პრაქტიკულად რადიკალური ოპოზიციის გარეშე ვაკეთებთ",- ირაკლი კობახიძე