ჭარბი წონის პრობლემა, ზედმეტი კალორიების მოშორება და ორგანიზმიდან ცხიმის გამოდევნა - ეს პრობლემები ქალებს ყოველთვის აწუხებთ.
ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ფორმა შეინარჩუნონ და ყოველთვის კარგად გამოიყურებოდენ.
ჯანსაღი ცხოვრების დაცვით კი ეს შედეგი მისაღწევია.
უცხოური გამოცემა „Eatthis,Notthat“ 9 ხერხის შესახებ გვიყვება, რომელიც წონის დაკლებას გაგიადვილებთ.
⚪ ყოველდღიური გასეირნება
თუკი ყოველდღიურად სეირნობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანსაღი ცხოვრების დასაწყებად პირველი ნაბიჯები გადადგმული გაქვთ. სეირნობა დაგეხმარებათ ზედმეტი კალორიების დაწვასა და წონის შენარჩუნებაში. აგრეთვე, ამცირებს ოსტეოქონდროზისა და სახრების ტკივილის რისკებს.
⚪ მოერიდეთ შაქარს
ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელია მოერიდოთ შაქარს და დღის რაციონიდან ამოიღოთ. ჩაი და ყავა დალიეთ უშაქროდ, ასე გამორჩეულ გემოს უფრო შეიგრძნობთ და შაქარსაც აღარ მიიღებთ.
⚪ ფეხის ვარჯიშები
ამ ვარჯიშის კეთება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. გამოყავით, დაახლოებით, 5 წუთი თქვენი ყოველდღიური რუტინიდან და აკეთეთ ჩაჯდომები, რაც თქვენს კუნთებს ტონუსში მოიყვანს და სახსრების ტკივილსაც ნაკლებად იგრძნობთ.
⚪ ცურვა
ცურვა რომ ორგანიზმისთვის კარგია ყველამ კარგად იცის, ამიტომ შეეცადეთ, გამოყოთ თანხა ამ აქტივობით დასაკავებლად. ის თავიდან აგარიდებთ ხერხემლის ტკივილს და წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
⚪ დაიცავით განრიგი
განრიგის დაცვა საკვების სწორად მიღებას გულისხმობს. შეგიძლიათ, საკვების მიღების დრო მკაცრად გააკონტროლოთ და კონკრეტული შუალედი დაიცვათ. ასე ქართველი სელებრითების რჩეულ, 18-საათიან დიეტასაც დაიცავთ.
⚪ სვით ბევრი წყალი
წყლის დიდი რაოდენობით მიღება სასარგებლოა ორგანიზმისთვის და წონის რეგულირებაში გეხმარებათ. სასურველია დილით თქვენი ორგანიზმი განაჩერები წყლით გამოაფხიზლოთ და შემდეგ მიირთვათ საუზმე.
⚪ მიირთვით წითელი ღვინო
რაც შეეხება ღვინოს, ნუ გაგიკვირდებათ, რადგან წითელი ღვინო განსაზღვრული ოდენობით ორგანიზმისთვის სასარგებლოა.
მკვლევრების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ წითელი ღვინის ზომიერი მოხმარება ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას, ამცირებს კიბოს უჯრედების განვითარების, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფსიქიკური დაავადებების რისკებს.
⚪ მიირთვით ციტრუსები
როგორც ცნობილია, ციტრუსი ცხიმის წვას უწყობს ხელს და მისი მირთმევით შეგიძლიათ, ორგანიზმიდან ცხიმები განდევნოთ. აგრეთვე, ციტრუსის ნაყოფში აღმოჩენილი C ვიტამინი თქვენს ორგანიზმს კოლაგენის გამომუშავებაში დაეხმარება, რაც ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად ნომერ პირველი საშუალებაა.
⚪გამორთეთ ტელევიზორი
ადამიანები, რომლებიც ტელევიზორის ყურებისას იკვებებიან, 10 პროცენტით მეტს ჭამენ, ვიდრე ისინი ვისი კონცენტრაციაც საჭმლისკენაა მიმართული და არაფერს უყურებს.
⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
7 სიმპტომი იმისა, რომ დეპრესია გაქვს
6 ცნობილი ქართველი, რომელთა სახელებიც არ ვიცით