ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის დიეტებისადმი დამოკიდებულება ყველასათვის ცნობილია.
მან ბოლო წლებში არაერთი დიეტა სცადა და წონის შესამჩნევი დაკლებით ერთგული მაყურებელი არაერთხელ გააოცა. რამდენიმე დღის წინ ნანუკამ სოციალურ ქსელში მორიგი ფოტო ატვირთა, სადაც კიდევ უფრო დაკლებულია. ,,დავიკელი 18-საათიანი დიეტით“,- წერს ის.
დაახლოებით, იგივე დიეტას იცავდა ჩცდ-ის მსახიობი ნანუკა გულუა, იგივე დოჩი. ცნობილია, რომ ის ეკრანზე გამოჩენამდე 100 კგ-ზე მეტს იწონიდა. მას შემდეგ წონაში არ მოუმატია და დღეს ის არაჩვეულებრივ ფორმაშია.
მაშ ასე, დროა 18-საათიანი დიეტის საიდუმლო გაგიზიაროთ:
18-საათიანი დიეტის დროს ორგანიზმი 18 საათის განმავლობაში შიმშილობს. ანუ საკვების მიღება დღის კონკრეტულ შუალედში შეგიძლიათ. მაგალითად, 12 საათიდან 6 საათამდე. დანარჩენი დროის განმავლობაში კი მხოლოდ წყლის დალევის უფლება გაქვთ.
დოჩის თქმით, დღის ამ მონაკვეთში ის ჭამდა ყველაფერს, რაც მოესურვებოდა, თუმცა განრიგს ზუსტად იცავდა.
ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას შეფასებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო დიეტაა:
“18–საათიანი შიმშილი შეიძლება ჩაითვალოს ჯანსაღი კვების ერთ–ერთ სახეობად, თუმცა, რა თქმა უნდა, სანამ გადავწყვეტთ კვების ცვლილებებს, ეს იქნება წონის კლების თვალსაზრისით თუ სხვა დაავადების სამკურნალოდ, აუცილებელია წინასწარი დიაგნოსტიკა ორგანიზმის მდგომარეობის დასადგენად და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ნებისმიერი კვების სტილის რეკომენდაციის გაცემა”, - უთხრა მან ჟურნალისტებს.