Digest Logo

კომაროვსკი: მითია, რომ სუპინატორი ტერფის ფორმას ცვლის ან აყალიბებს - ვიდეო

1602157688
კომაროვსკი და ბავშის ფეხი

ცნობილი პედიატრის ევგენი კომაროვსკის განცხადებით, ბავშვის ფეხსაცმელში სუპინატორი აუცილებელი ატრიბუტი არაა. მისივე თქმით, მშობლებს სუპინატორებზე არასწორი წარმოდგენა აქვთ, რის გამოც მასზე ძალიან დიდი მოთხოვნაა.

„მშობლებს აინტერესებთ, სუპინატორის გამოყენება ბავშვის ფეხსაცმელში რამდენად აუცილებელია. პირველ რიგში, გავარკვიოთ, თუ რა არის სუპინატორი. მშობლები ხშირად იყენებენ სიტყვას „სუპინატორი.“ თუმა ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იციან. სუპინატორი ფეხსაცმლის შიდა ძირის ასამაღლებლად ან კედლის გასამაგრებლად გამოიყენება. ყველას საიდანღაც აქვს გაგებული, ყველამ იცის, რომ სუპინატორი ფეხსაცმლის განუყოფელი და აუცილებელი ატრიბუტია, რის გამოს მწარმოებლები იძულებულები არიან, რომ ფეხსაცმელში სუპინატორი გამოიყენონ. სინამდვილეში, ამის რეალური საჭიროება საერთოდ არ არსებობს“, - აცხადებს კომაროვსკი.

პედიატრი ამტკიცებს, რომ სუპინატორი ტერფის ფორმას არ ცვლის და არც მის ჩამოყალიბებაში თამაშობს მნიშვნელოვან როლს.

„მითია, რომ სუპინატორი ტერფის ფორმას ცვლის ან აყალიბებს. ქუდი თავის ფორმას ვერ აყალიბებს, ისევე, როგორც ხელთათმანი არ აყალიბებს ხელის ფორმას. სუპინატორი და ზოგადად ფეხსაცმელი ფეხის ფორმას არ ცვლის.“

წყარო: momsedu.ge