Digest Logo

მაქსიმალურად მოერიდოთ კურორტებზე ბავშვების წაყვანას - ექიმი

1627722919
ნინო უმეკაშვილი

ბევრ მშობელს ბოლომდე უჭირს გადაწყვეტილების მიღება, სად წაიყვანოს ბავშვი ზაფხულში. ამ თემაზე  „ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის“ რეანიმატოლოგ - ანესთეზიოლოგმა, ნინო უმეკაშვილმა  ისაუბრა. 

მისი განცხადებით, დიდი კურორტები დღეს ინფიცირების საფრთხეს ქმნის პატარებისთვის.

„მე, როგორც ექიმი, მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ დასვენება კარგია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პანდემიაა და ვირუსი არსად წასულა. სამწუხაროდ, ბავშვებში ლეტალური შემთხვევებიც დაფიქსირდა. ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას, რომ ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში და დიდ კურორტებზე მაქსიმალურად მოვერიდოთ ბავშვების წაყვანას. ინფიცირების შემთხვევები ძალიან მომატებულია, მათ შორის პედიატრიული ასაკის პაციენტებში და წინა ტალღებისგან განსხვავებით, მათთან კოვიდი ამჯერად მიმდინარეობს ძალიან მწვავედ. ასე რომ, მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ნამდვილად არაა რეკომენდებული ბავშვების წაყვანა“, – განაცხადა ნინო უმეკაშვილმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ტურისტი 120 მეტრის სიმაღლიდან დაგორდა - აბუდელაურის ტბაში ჩავარდნილი მოგზაური მაშველებმა გადაარჩინეს

თბილისში ავსტრალიელი გოგონა გაუჩინარდა

წყარო: fortuna.ge