Digest Logo

როდის უნდა გამოაცხოთ მარილიანი კვერები იმისთვის, რომ სიზმარში საბედო ნახოთ

1644219327
ვ

სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა სარქისის ხსენების დღისთვის ემზადება. სურბ სარქისობა 6 თებერვალს იწყება, რომელსაც წინ ხუთდღიანი მარხვა უძღვის. 11-ში ღამით კი ახალგაზრდები მარილიან კვერს მიირთმევენ და სიზმარში საქმროს, ან საპატარძლოს გამოცხადებას ელოდებიან.

როგორ მოამზადოთ მარილიანი კვერი?

  • ს/კ ფქვილი
    1/ჩ/კ მარილი
    1 ს/კ წყალი

მოზილეთ ცომი და ტაფაზე ცხიმის გარეშე გამოაცხვეთ კვერი. აუცილებელია ჭამოთ დაძინებამდე 1 სთ-ით ადრე და არ მიაყოლოთ წყალი. საწოლთან უნდა დაიდგათ ჭიქა წყალი და დაიძინეთ. ლეგენდის თანახმად ამ დაძინების შემდეგ სიზმარში ნახავთ მომავალ საბედოს, რომელიც წყალს დაგალევინებთ.

ხალხში დამკვიდრებული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც წმინდა სარქისს სიყვარულის მფარველად მიიჩნევენ, ძველ ისტორიას უკავშირდება.
ლეგენდის მიხედვით, ღარიბ ვაჟს მდიდარი მოვაჭრის ქალიშვილი შეუყვარდა. რადგან ვაჟი ღარიბი იყო, გოგონა ვერ გათხოვდა მასზე, თუმცა დაჰპირდა, რომ შვიდი წელი არ გათხოვდებოდა. ახალგაზრდებმა პირობა დადეს, რომ ერთ, კონკრეტულ დღეს შეხვდებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გოგო იმას გაჰყვებოდა ცოლად, ვისაც მამა ურჩევდა.

ვაჟი სხვა ქვეყანაში გასამდიდრებლად წავიდა. შვიდი წელი ტანჯვასა და მონატრებაში გაატარა, დათქმულ დღეს კი გოგოსთან შესახვედრად წავიდა. გზაში ბევრი პრობლემა შეექმნა, დათქმული დღე კი იწურებოდა, ამიტომ მან სურბ სარქისს განსაცდელების თავიდან აცილება და დახმარება სთხოვა.

ხალხური გადმოცემის მიხედვით, წმინდა სარქისი ვაჟთან ცხენზე ამხედრებული მივიდა და დაეხმარა სწრაფად მისულიყო საცოლესთან. გოგონას მშობლები მათ ქორწინებას დასთანხმდნენ. სწორედ აქედან მოდის რწმენა, რომ წმინდა სარქისი ყველა შეყვარებული წყვილის მფარველია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„შენი მეგობარიაო, გვიშველაო... პირველი შემთხვევა არ არის“ - რას წერს გია ჯაჯანიძე ნინო ნადირაძეზე

🔵„საერთოდ არ მგონია ცუდი ექიმი იმიტომ, რომ თმა არ აქვს თავზე და რჩევებს იძლევა... ჩემს დერმატოლოგს შუბლზე სულ რაღაც ამოსდის“ - ვიკა ბუკია

🔵„82 წლის მამამ თავისი ალკოჰოლიკი ვაჟი მოკლა... მაინტერესებს, მეზობლებისთვის რატომ არ იყო პოლიცია გამოსავალი?“ - ბაია პატარაია