ოტორინოლარინგოლოგი ქეთი გოცაძე კორონავირუსისგან გამოწვეულ იმ გართულებების შესახებ საუბრობს, რასაც კოვიდინფექცია ტოვებს ყნოსვისა და გემოს დაკარგვის კუთხით.
მან „სხვა შუადღის“ ეთერში აღნიშნა, რომ მსოფლიოში ძალიან ცოტა გამოჯანმრთელებულია, ვინც ეს შეგრძნებები ვერ დაიბრუნა.
კითხვაზე, როგორ უნდა დავაჩქაროთ ყნოსვისა და გემოს აღდგენა, ექიმი პასუხობს.
„ნერვის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ძალიან კარგად მუშაობს ბე ჯგუფის ვიტამინები, ამიტომაც შეგიძლიათ მიიღოთ ბე ვიტამინების შემცველი პროდუქტი, რომ თუკი ნერვია ჩათრეული, დააჩქაროს აღდგენა. ავარჯიშოთ სუნთქვა მკვეთრ სუნებზე, აღიქვათ, მიიტანოთ ცხვირთან მკვეთრი სუნის პროდუქტები, ლიმონი ან ყავა…“ - ამბობს ქეთი გოცაძე.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
უნდა მოიხადოს თუ არა ყველამ COVID 19? - ხათუნა ზახაშვილი
ცხელება საგანგაშო ნიშნად ჩათვალეთ - პასუხები აქტუალურ კითხვებზე ლევან რატიანისგან