Digest Logo

ცხელება საგანგაშო ნიშნად ჩათვალეთ - პასუხები აქტუალურ კითხვებზე ლევან რატიანისგან

1607596651
ლევან რატიანი 2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ლაივ ჩართვის მეშვეობით საზოგადოებას რჩევებს აძლევს და განმარტავს, რა შემთხვევაში უნდა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.

„ერთი რამ მინდა ჩემგან ყველამ იცოდეთ, თუ სიცხე „გაჯიუტდა“ და 48 საათის განმავლობაში 38+1 გრადუსი დაფიქსირდა, არ აქვს ამას მნიშვნელობა არც ასაკს, არც სქესს, იმყოფებით თუ არა რისკ ჯგუფში, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველა პაციენტი მოხვდეს ექიმთან და გაიაროს ემერჯენსის ოთახი. ვინაიდან ეს წარმოადგენს, ერთ-ერთ სიგნალს იმისას, რომ პაციენტს ესაჭიროება სამედიცინო მომსახურეობა. ცხელება საგანგაშო ნიშნად მინდა ჩათვალოთ, თერმომეტრი ყველას გაგვაჩნია სახლში და თუ 38-ს +1 ცელსიუსი აღმოგაჩნდათ 48 საათის განმავლობაში და თუ ამას დაემატა საერთო სისუსტე და ძლიერი ხველა, აუცილებლად უნდა განხორციელდეს ასეთი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. ასეთ ვითარებაში ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მოვხვდეთ ექიმთან და ჩავიტაროთ პირველადი გამოკვლევები”-ამბობს ლევან რატიანი ჯგუფ Med Room-ში ლაივ ჩართვისას.

ასევე, ლევან რატიანი ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში მკურანლობენ ურჩევს მიიღონ სითხე და ასევე სხვა სახის რჩევებსაც აძლევს.

„პირველ რიგში უნდა დავიტვირთოთ სითხით, რადგან ვირუსს ახასიათებს ჭარბი ოფლიანობა, შესაბამისად, სითხის დაკარგვის შემთხვევაში ადამიანი განიცდის სითხის დეფიციტს. რომ არ წავიდეს პათოლოგიური პროცესი უნდა მივიღოთ ბევრი სითხე.

მეორე რაც უნდა გააკეთოთ: როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, კორონავირუის გავრცელებას ხელს უშლის ტუტე გარემო, ამიტომ ვივლებთ ყოველ ორ საათში სოდიან წყალს.”

ამასთან, ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ გაზიანი მინერალური წყლის, მაგალითად “ბორჯომის” მიღება ასეთ მდგომარეობაში სასურველია.

“მესამე - მხოლოდ იმ შემთხვევაში ვსვამთ სიცხის დამწევს თუ ტემპერატურა აღემატება 38 გრადუსს. ამასთან, არ ვიღებთ ანტიბოტიკებს, რადგან ანტიბიოტიკი პაციენტმა უნდა მიიღოს მხოლოდ გართულების შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უფრო მეტად საზიანოა ჯანმრთელობისათვის.”-აღნიშნა რატიანმა.

ლევან რატიანი, ასევე საზოგადოებას ურჩევს, ვირუსით ინფიცრების დროს შეინარჩუნონ დადებითი განწყობა.

„თუ დავინფიცირდით არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ ჩვენ დავმძიმდებით, არა ბატონო, ჩვენ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება!”- განაცხადა ლევან რატიანმა.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

უნდა მოიხადოს თუ არა ყველამ COVID 19? - ხათუნა ზახაშვილი

პაატა იმნაძემ პანდემიის დასრულების დრო დაასახელა

როდის არ არის გადამდები კოვიდინფიცირებული? - მარინა ენდელაძე განმარტავს