Digest Logo

როგორ გავიკეთოთ ნემსი სახლის პირობებში? - რჩევები ექიმისგან

1606286076
ნანა სხილაძე და ნემსი

ექიმი ნანა სხილაძე, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით რჩევებს ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში, ამჯერად გვასწავლის, როგორ გავიკეთოთ ნემსილი სახლის პირობებეში.

„ვინც სახლში იკეთებს ნემსს ან დასჭირდება და არ იცის როგორ კეთდება, ძალიან მარტივია.

ინექცია კეთდება მუცლის წინა მარჯვენა ან მარცხენა ლატერალურ მიდამოზე როგორც ფოტოზეა ასახული. სასურველია მიდამოს სპირტით დამუშავება სანამ გაიკეთებთ ნემსს.

გამზადებულ შპრიცში ჰაერის ბუშტუკების არსებობა ნორმალურია და მისი გამოშვება შპრიციდან არ არის რეკომენდირებული.

ეს არ ეხება თქვენით ამორებულ ანტიკოაგულანტს! ზოგი იყიდება გამზადებული შპრიცით!
შეიყვანეთ შიგთავსი დგუშზე ზეწოლით ბოლომდე ამოიღეთ შპრიცი და არ დაზილოთ ნანემსარი ადგილი!
გამოყებენული შპრიცი გადააგდეთ!“- წერს ნანა სხილაძე.

mutselze-nemsis-gaketeba_o_h.jpeg

⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:

დადგება მომენტი, როცა ჰუმანურ ექიმობას შეწყვეტენ... ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მალე ჩამოინგრევა - რატიანი გვაფრთხილებს

ზუსტად ვიცი, ეს ოჯახი კოვიდინფიცირებულია და ოჯახის წევრს ვხედავ სავაჭრო ცენტრში - ინგა მამუჩიშვილი