Digest Logo

რომელ საათამდე მუშაობს აფთიაქები?

1605112400
რომელ საათამდე მუშაობს აფთიაქები?

საქართველოში 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში ღამის საათებში გადაადგილება შეიზღუდა, კერძოდ მოქალაქეებს სპეციალური საშვის გარეშე გადადგილება ეკრძალებათ. თუ მოქალაქე 22:00-05:00 პერიოდში გარეთ იქნება, 2000 ლარით დაჯარიმდება.

დაიჯესტი დაინტერესდა, ამ შეზღუდვების ფონზე, რომელ საათამდე მუშაობს სააფთიაქო ქსელები.

ამისათვის, ჩვენ ქართულ ბაზარზე არსებულ 4 მსხვილ აფთიაქს დავუკავშირდით.

ნახეთ დეტალური ინფორმაცია, რომელ საათამდე მუშაობს თქვენთან ახლოს აფთიაქები.

პსპ-ს აფთიაქები 21:00 საათამდე მუშაობს, თუმცა პსპ რამდენიმე ფილიალი სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს.

ჯპს-ის აფთიაქები 21:00-მდე მუშაობს.

ავერსის აფთიაქით 21:00-მდე ისარგებლებთ.

ფარმადეპოს, კი ერთი სადღეღამისო აფთიაქი აქვს, რომელიც სანაპიროზე მდებარეობს. ხოლო აფთიაქების უმეტესობა 22:00-მდე მუშაობას.

⚪აგრეთვე წაიკითხეთ:

დიდ ქალაქებში ღამის საათებში გადაადგილება შეიზღუდება

გადავადდება თუ არა სესხები? - ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის განმარტება

მთავრობამ ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდასაჭერად ახალ ღონისძიებებზე იმსჯელა