„დელტა შტამი 2-ჯერ უფრო მეტად ფიქსირდება 49 წლამდე ასაკის წარმომადგენლებში, ვიდრე 49 წლის შემდეგ, ჩვენ არ ვიცით რატომ იმატა მაინცდამაინც ახალგაზრდებში ამ მაჩვენებელმა“, - ამის შესახებ ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ განაცხადა.
რაც შეეხება ორსულებს, ღოღობერიძის თქმით, ისინი ყოველთვის რჩებოდნენ კორონავირუსის სამიზნედ.
„მათთან მიმართებით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვაქცინაა რეკომენდებული და ესაა „ფაიზერი.“ვაქცინაციის შემდეგ გამომუშავებული ანტისხეულებით ნაყოფიც დაცულია“, - აღნიშნა ღოღობერიძემ.
„ფეხმძიმობა არის ფიზიოლოგიური იმუნოდეპრესია, აქედან გამომდინარე, ორსულთა ინფიცირება გამარტივებულია. ვაქცინა თვითონ არ გადის პლაცენტარულ ბარიერს, თუმცა, ანტისხეულები მუშავდება და ბავშვსაც უჩნდება ეს ანტისხეულები, აქედან გამომდინარე, ორსული იცავს არა მხოლოდ თავის თავს, არამედ ბავშვსაც.
ფეხმძიმობის პირველი დღიდან, პირველი ტრიმესტრიდან - ბოლო დღემდე ვაქცინაცია შესაძლებელია“, - ამის შესახებ „მედგიდის“ დამფუძნებელმა ექიმმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵გამკაცრდება თუ არა მომდევნო კვირიდან კოვიდრეგულაციები?
🔵სკოლა არ უნდა დაიწყოს! - სოფო ჯაფარიძე
🔵სმენის დაქვეითება, თითების დაბუჟება, წვა და ოფლიანობა - ღოღობერიძე პოსტკოვიდურ სიმპტომებზე