ექიმმა და „მედგიდის“ დამფუძნებელმა სოფო ჯაფარიძემ „მთავარი არხის“ ეთერში პანდემიის ფონზე სკოლების დაწყების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ფონზე, საქართველოში სასწავლო წელი საკლასო ოთახებში არ უნდა განახლდეს.
„ჩემი აზრით, ქვეყანაში ამის მზაობა დღეს არ არის, რადგან ქვეყანაში 2-ჯერადად ვაქცინირებული გვყავს, მხოლოდ მოსახლეობის 13%, რაც ძალიან მინიმალურია.
დელტა შტამი, რომელიც დომინირებს ქვეყანაში, საკმაოდ გავრცელებულია ბავშვებში, ამიტომ მე პირადად ვფიქრობ, რომ არ უნდა დაიწყოს,“ - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
სოფო ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ უნდა გახდეს.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ყოველ 1 000 ინფიცირებულზე 10-15-17 გარდაცვალება იქნება, მედიცინის კანონია“ - გამყრელიძე
🔵სმენის დაქვეითება, თითების დაბუჟება, წვა და ოფლიანობა - ღოღობერიძე პოსტკოვიდურ სიმპტომებზე