2020 წლის აგვისტოს ბოლოდან საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები ელვის სიწრაფით გაიზარდა. ქვეყანა ეპიდემიის წითელ ზონად გამოცხადდა და კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლიც შეიცვალა.
თუ ინფექციის პირველი ტალღის დროს, ნებისმიერი პაციენტს ბოქსირებულ განყოფილებაში ათავსებდნენ, ბოლო ერთი თვეა, რაც მედიკოსებმა, ინფიცირებულბულების სახლსა და კოვიდსასტუმროებში მკურნალობა დაიწყეს..
პროტოკოლის მიხედვით, მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსი მსუბუქი სიმპტომებით დაუდასტურდათ, სახლში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობენ. თუმცა შესაძლოა სახლში დარჩენით გამოუსწორებელი შეცდომაც დაუშვათ...
„დაიჯესტი“ დაინტერესდა, რა შემთხვევაში აღარ უნდა დარჩეს, ინფიცირებული სახლში და როდის უნდა მიმართოს კლინიკას - ამ კითხვით თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძეს მივმართეთ.
ენდელაძე გირჩევთ, თუ ეს სამი სიმპტომი აღგენიშნებათ, დროა სახლში მკურნალობა შეწყვიტოთ და კლინიკას მიმართოთ:
1. სუნთქვის უკმარისობა
2. ერთ კვირაზე მეტ ხანს მაღალი ტემპერატურა
3. ინტენსიური ხველა
ცნობისტის, საქართველოში კორნავირუსის პირველი შემთხვევა 2019 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. დღემდე საერთო ჯამში, ინფიცირების, 30303 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გარდაიცვალა 215 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 11370. ამ ეტაპზე ქვეყანაში 18718 კოვიდინფიცირებული მოქალაქე მკურნალობს.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
თუ ეს სიმპტომები გაქვთ ე.ი Covid-19-ით ინფიცირდით - ექიმი
სახიფათო სიმპტომები, რომლის დროსაც სახლში უნდა დარჩეთ - გაფრთხილება მამუჩიშვილისგან
რომელი წამლები უნდა მიიღოთ კოვიდ 19-ის სახლში მკურნალობისას? - დიდი ბრიტანეთის პროტოკოლი