Digest Logo

სანამ მოულოდნელად კარანტინში აღმოჩნდები - 4 რჩევა კოვიდინფიცირებული ბალანჩივაძისგან

1603053458
ზურიუს ბალანჩივაძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი იზრდება, ქვეყანაში ასევე მზარდია გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობაც. დღეის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ინფიცირებულია 17477 პირი, გამოჯანმრთელებულია 8060, ხოლო გარდაცვლილია 136 ადამიანი.

ჟურნალისტი ზურა ბალანჩივაძე, რომელიც კორონავირუს უკვე მე-18-ე დღეა ებრძვის „დაიჯესტის“ მკითხველს რჩევებს აძლევს, როგორ გაატარონ ნაყოფიერად საავადმყოფოში, ან კარანტინში დღეები.

სვით ბევრი სითხე. უმჯობესია წყალი ლიმონის ნაჭრებით და ჭამეთ ლიმონი. კორონავირუსი ხშირად სისხლის შესქელებას იწვევს (იშვიათად საგანგაშოდ, მაგრამ მაინც) და სითხეები და ლიმონის ჭამა კარგია. ასევე აუცილებლად იმოძრავეთ - იარეთ ოთახში დღეში 1 საათით მაინც.

მოერიდეთ ზურგზე წოლას. იძინეთ ან მუცელზე, ან გვერდებზე, რადგან ფილტვებს არ დააწვეთ - კორონავირუსის ხშირი სამიზნე სასუნთქი სისტემაა.

⏬ გაქვთ მობილური, კომპიუტერი, ტელევიზორი - ფილმები, წიგნები, უამრავი რამ, რითაც თავს გაირთობთ. სჯობს, გრაფიკი გაანაწილოთ ისე, რომ მიყვეთ და ასე უფრო მალე გაივლის დღე.

⏬ არ ინერვიულოთ, თუმცა არც ფეხზე დაიკიდოთ. უბრალოდ, იფიქრეთ კარანტინის დასრულებაზე და იმაზე, თუ რას გააკეთებთ მერე. ოცნება ძალიან კარგი მოტივატორია.