Digest Logo

შარფის მორგების 5 მარტივი და ორიგინალური გზა

1600940785
შარფის გაკეთების უჩვეულო გზა

აბრეშუმის შარფი თქვენს ჩაცმულობას ორიგინალურსა და მიმზიდველს ხდის.

„დაიჯესტი“ გთავაზობთ შარფის გამოყენების ვარიაციებს და მარტივ ხერხებს, რომელიც მის ორიგინალურად მორგებაში დაგეხმარებათ.

გაიკეთეთ ხელზე

sharphi_o_h.jpeg

აბრეშუმის შარფი შეგიძლიათ ხელზე, სამკაულის ნაცვლად გაიკეთოთ. რაც თქვენს სტილს განსაკუთრებულობას შესძენს.

თმის აქსესუარი

sharphi_o_h.jpeg

აბრეშუმის შარფების ამ გზით გამოყენება ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. როგორც ჩანს, ეს არც 2020 წელს კარგავს აქტუალობას.

ტოპი

sharphi_o_h.jpeg

აბრეშუმის შარფების ტოპებად გამოყენება მსოფლიოს ცნობილმა ინფლუენსერებმა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს დაიწყეს, წელს კი ამ ტენდენციამ ფეხი უფრო ძლიერად მოიკიდა.

ქამარი

sharphi_o_h.jpeg

მოირგეთ აბრეშუმის შარფი, როგორც ქამარი. ეს მარტივი დეტალი თქვენს ჩაცმულობას ელეგანტურობას შეჰმატებს.

ჩანთის აქსესუარი

sharphi_o_h.jpeg

თუკი სახლიდან გასვლამდე აღმოაჩენთ, რომ თქვენი ჩაცმულობა ზედმეტად სადა და მინიმალისტურია, შეგიძლიათ ეს გამოასწოროთ – დაიმაგრეთ თქვენი აბრეშუმის შარფი ჩანთაზე და ფერადი დეტალიც მზადაა.