„ვეგეტარიანული კვება და ზეითუნის ზეთი“, - ამ დასათაურებით ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში მასალას აქვეყნებს და აცხადებს, რომ თხილეულის დამატებით შესაძლოა, ეფექტურად მოხდეს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩანაცვლება.
„ვეგეტარიანული კვება და ზეითუნის ზეთი
1. შეუძლია თუ არა ვეგეტარიანელ ადამიანს საკვებით მიიღოს ადეკვატური რაოდენობა მაკრო და მიკროელემენტებისა?
რა თქმა უნდა შეუძლია - აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს ცილების, ცხიმოვანი მჟავების (ომეგა-3) და კალციუმის მიღებასთან დაკავშირებით, რადგან ამ მაკრო და მიკროელემენტებით უპირატესად მდიდარია ცხოველური წარმოშობის პროდუქტები (ხორცი, რძის პროდუქტები, ზღვის პროდუქტები).
თუმცა საკვებ რაციონში თხილეულის დამატებით შესაძლოა ეფექტურად მოხდეს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩანაცვლება.
ნუში - მდიდარია კალციუმით - 1 უნცია (28 გრამი), დაახლოებით 23 მარცვალი შეადგენს კალციუმის დღიური რაოდენობის 8%-ს. ის ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით.
ნუში და Pistachios (ფისტაშკა) - 1 უნცია (28 გრამი) = 6 გრამ პროტეინს.
49 ფისტაშკა ან 23 ნუში = დაახლოებით 160 კალორია
კაკალი (Walnuts) - ყველაზე მდიდარია ომეგა 3-ით თხილეულს შორის.
14 ცალი = 2.5 გრამი ალფა-ლიპოის მჟავა (ALA)
ცნობისთვის RDA-ის მიხედვით ომეგა 3-ის რეკომენდებული ნორმებია:
მამაკაცი - 1.6 გრამი დღეში
ქალი - 1.1 გრამი დღეში
2. ზეითუნის ზეთი ყველაზე კარგი თვისებების პროდუქტია ზეთებს შორის.
ის უპირატესად შედგება მონო-გაუჯერებელი ცხიმისგან - 73%, პოლი-გაუჯერებელი - 11%, გაჯერებული ცხიმები - 14%.
არსებობს მითი რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება არ შეიძლება უშუალოდ საჭმლის მომზადების დროს, მაგალითად შეწვის დროს.
ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მონო-გაუჯერებელი ცხიმები, რომელსაც შეადგენს ზეითუნის ზეთის უდიდესი ნაწილი სიცხის მიმართ რეზისტენტულები, გამძლეები არიან.
ასევე მითია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთი წარმოქმნის ტრანსცხიმებს. ის სტაბილურია ექსტრემალური კონდიციის დროსაც კი, როგორიცაა „ძლიერი შეწვა“.
და ბოლოს - ბევრი კვლევა სწავლობდა ზეითუნის ზეთის გამოყენებას მაღალ ტემპერატურაზე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
ბოლო კვლევებით კი დადგინდა, რომ ზეითუნის ზეთი უფრო რეზისტენტულია (გამძლეა) მაღალ ტემპერატურაზე, ვიდრე სხვა მცენარეული ზეთები, როგორებიცაა მზესუმზირის, სიმინდის და სოიოს ზეთები.
ასე რომ გამოიყენეთ საუკეთესო ზეთი - ზეითუნის“, - წერს ზაზა თელია.
აგრეთვე დაგაინტერესეთ:
ვინ იშოვის დიდ ფულს და ვინ გახდება თაღლითობის მსხვერპლი - 9 თვის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ინფორმაცია ალერგიული ადამიანებისთვის - ამბროზიას ყვავილობა დაიწყო