Digest Logo

ვინ იშოვის დიდ ფულს და ვინ გახდება თაღლითობის მსხვერპლი - 9 თვის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1628511164
სამყაროს ძალები

18 ივლისიდან მაცდუნებელი ლილიტი ტყუპებში გადავა, სადაც დარჩება 2022 წლის 15 აპრილამდე. ზოგად მოვლენებზე წარმოდგენა რომ შეგექმნათ, ლილიტზე (შავი მთვარე) სტატია უკვე მოგიმზადეთ. ახლა კი პროგნოზს გთავაზობთ. პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა (რა ზოდიაქოს ნიშანიც ხართ) და ასცენდენტის (პირველი სახლი) მიხედვით.

♈ვერძი

აკონტროლეთ მეტყველება. მოერიდეთ ცუდი სიტყვების თქმას. არ თქვათ ტყუილი. ნებისმიერი არასწორი ინფორმაცია, სიცრუე თქვენ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. გაუფრთხილდით პირად ნივთებს, რათა არაფერი დაკარგოთ. ნუ გაასაჯაროებთ პირად ინფორმაციას სოციალურ ქსელებში. არ გაართულოთ დამოკიდებულება და-ძმებთან, მეზობლებთან. მოერიდეთ მათთან ფულის თემების წარმოებას. ფრთხილად, ინტერნეტნაცნობებთან. შეიძლება იმედი გაგიცრუოთ სასწავლო კურსებმა.

♉კურო

აკონტროლეთ კვება, რათა არ მოიწამლოთ საკვებით ან სასმლით. სასურველია, დაიცვათ დიეტა, აკონტროლოთ პროდუქტების ხარისხი. გააქტიურდება ფინანსური საკითხებიც. არ აჰყვეთ აფერისტ ადამიანებს და ფინანსურ მაქინაციებში არ ჩაერთოთ. არ დააბანდოთ ფული საეჭვო საქმიანობაში. გაფრთხილდით, თუ ახალი სამსახური უნდა დაიწყოთ, ან თუ უკვე მუშაობთ, რომ არავინ მოგატყუოთ, გამუშაონ და ფული არ გადაგიხადონ.

♊ტყუპი

ლილიტი თქვენს ნიშანში ბრუნდება. ამან შეიძლება კარგიც მოგიტანოთ და ცუდიც. სასურველია, იყოთ დაკვირვებული, გააზრებული. ცდუნებას ნუ აჰყვებით და ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯს, ნუ გაურიგდებით საეჭვო ადამიანებს. ნუ დათანხმდებით ფულის არაწესიერი გზით გამომუშავებას. არავის მისცეთ უფლება, თქვენი სახელით იმოქმედოს. არ დაკარგოთ საბუთები. გახშირდება ხალხის წინაშე გამოსვლები, თქვენს სიტყვას ფასი დაედება.

♋კირჩხიბი

გაფრთხილდით, რომ არ გამჟღავნდეს საიდუმლო, რასაც მალავდით და არ დაზიანდეთ ამით. თუ ვინმე თქვენი წარსულით გაშანტაჟებთ, პირიქით, ისე გამოიყვანეთ სიტუაცია, რომ გამარჯვებული გამოხვიდეთ. მოერიდეთ ზედმეტ შიშის, შფოთს. ნუ ჩაიხვევთ გულში უსიამოვნებებს და ნუ იფიქრებთ მათზე. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოს ეზოტერიკის, მაგიის, რეგრესიული ჰიპნოზის შესწავლა. თუმცა, ეცადეთ, რომ რიტუალები არავის წინააღმდეგ არ გამოიყენოთ. თუ თქვენი პროფესია სიძველეებთანაა კავშირში, რაღაც საინტერესოს აღმოაჩენთ. ან შეიძლება საოჯახო საიდუმლოს ახადოთ ფარდა. შეიძლება გაგირთულდეთ საზღვარგარეთ გამგზავრება. თუ მისტიკურ-დეტექტიურ თემებზე წერთ, ან სიზმრების ახსნა შეგიძლიათ, ფსიქოლოგად იმუშავებთ, წარმატებას მიაღწევთ.

♌ლომი

შეიძლება აღარ მოგეწონოთ ის ჯგუფი, ორგანიზაცია, კოლექტივი, სადაც გაწევრიანებული ხართ და გამოხვიდეთ. ზოგს შეიძლება გაუფუჭდეს დამოკიდებულება მეგობრებთან. გამორიცხული არაა, რომ მეგობრებიდან ვიღაცამ გიღალატოთ. შავი მთვარე გასწავლით, გაარჩიოთ, ვისთან უნდა იმეგობროთ და ვისთან - არა. არ დაიწყოთ ბიზნესი მეგობრებთან. ზოგი გადაწყვეტს სადღესასწაულო ცენტრის გახსნას, ინტერნეტჯგუფის შექმნას და ლილიტი დიდ პოპულარობასაც მოგიტანთ. ინტერნეტი შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი პოპულარობისთვის, საჭირო ხალხის მისაზიდად. თუ მსახიობი ხართ, საინტერესო როლებს მიიღებთ. გაფრთხილდით, რომ არ გახდეთ საშიში ადამიანების (სექტისმაგვარი) ჯგუფის წევრი/მსხვერპლი.

♍ქალწული

კარიერული მიღწევის გამო ნუ შეილახავთ რეპუტაციას. ნუ დათანხმდებით თქვენთვის შეუფერებელ პირობებს. შეიძლება არსებულ სამსახურში შეგეცვალოთ უფროსი, სიტუაცია (ჭორები, ინტრიგები) და თქვენთვის ცუდად განვითარდეს მოვლენები. ზოგიერთი გადაწყვეტთ კარიერის, პროფესიის შეცვლას. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ პირად ბიზნესს. თუმცა, ცუდი შეფი ნუ იქნებით. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მამასთან. გაფრთხილდით, რომ პოპულარული ცუდი ქმედებით არ გახდეთ. არ აიღოთ ქრთამი.

♎სასწორი

ნუ გახდებით იდეალების, ბრენდების ცრუ გურუს მსხვერპლი. არ გახდეთ სექტის წევრი. თუმცა, თუ პედაგოგი, ლექტორი, იურისტი ან ლიტერატორი ხართ, საკუთარი თავი შეგიძლიათ დააპიაროთ, რეკლამა გაუკეთოთ და თქვენს ჯგუფში მიიზიდოთ ხალხი. თუ სწავლობთ, არ გაართულოთ დამოკიდებულება პედაგოგებთან. შეიძლება გართულდეს უცხოეთთან კონტაქტი. ან შეიძლება გაიცნოთ უცხოელი, რომელიც თავს შეგაყვარებთ და მერე ფულს გამოგძალავთ. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ თავბრუ დაახვიოთ უცხოელს. თუ საზღვარგარეთ აპირებთ სწავლას, მუშაობს, მაქსიმალურად გაფრთხილდით ფულთან, დოკუმენტებთან.

♏მორიელი

შავი მთვარე დიდი ფულის გამომუშავებას გპირდებათ, თუ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით იმოქმედებთ და პატიოსანი გზით იმოქმედებთ. მაქსიმალურად გამორიცხეთ კრიმინალთან და აფერისტობასთან დაკავშირებული სქემები. თუმცა, შეიძლება თქვენი შემოსავლის წყარო გარშემო მყოფებისთვის ფარული იყოს. გამორიცხული არაა, სხვებისთვის მოგიწიოთ ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა; სხვების ტრანსფორმაციაზე იზრუნოთ (რეგრესული ჰიპნოზი, ქოუჩი, ეზოტერიკა, ასტროლოგია). შეიძლება თავად დაგჭირდეთ ალკოჰოლის ან ნარკოტიკებისგან მკურნალობა. ლილიტმა შეიძლება მოგიტანოთ სიტუაცია, რომლის შემდეგაც მოხდება თქვენი სრული გარდასახვა, მორალურად და სულიერად გაძლიერება. გაგიმართლებთ, თუ მისტიკურ-დეტექტიურ თემებზე წერთ.

♐მშვილდოსანი

პარტნიორობისა და ურთიერთობის თემაში უნდა გაფრთხილდეთ. ნუ გახდებით ზედმეტად მომთხოვნი პარტნიორის მიმართ. ზოგმა შეიძლება გადაწყვიტოს განქორწინება. ან დაქორწინდეთ კონკრეტული მიზნის (სტატუსი, ფეხმძიმობა, ფული) გამო. გამორიცხული არაა, გაიგოთ საიდუმლო პარტნიორზე, რაც არ გესიამოვნებათ. გირჩევთ, სანამ ლილიტი ტყუპშია, მაქსიმალური დაკვირვებით გააფორმოთ ხელშეკრულებები ან თუ შესაძლებელია, გადადოთ მათი გაფორმება. თუ თქვენი საქმიანობა კლიენტებთანაა კავშირში, ეცადეთ, არ დაძაბოთ მათთან ურთიერთობა.

♑თხის რქა

ლილიტი გავლენას იქონიებს თქვენს ორ თემაზე: ჯანმრთელობა და სამსახური. გაფრთხილდით, რომ არ შეგხვდეთ ცრუ ექიმი. არ გირჩევთ მკურნალობის უჩვეულო, არატრადიციული მეთოდის გამოყენებას. გამორიცხული არაა, რომ არასწორი დიაგნოზი დაგისვან, ეცადეთ, სხვადასხვა ექიმთან, კლინიკაში გადაამოწმოთ. არ აჰყვეთ ცდუნებას და არ დაიწყოთ სმა, კარგი იქნება, თუ თავს დაანებებთ მოწევას. შავი მთვარე მოგიწოდებთ, რომ დაიცავთ დღის რეჟიმი: ძილის, ჯანსაღად კვების, ზომიერი ვარჯიშის. არ გადატვირთოთ კუჭი. შეიძლება უსიამოვნება შეგემთხვათ ადამიანებთან, ვინც თქვენთან მუშაობს. რაღაცის გაფუჭებას, ქურდობასაც კი ჰქონდეს ადგილი. სამსახურში შეადგინეთ შესასრულებელი საქმეების სია და ეცადეთ, სტრესის გარეშე იმუშაოთ.

♒მერწყული

მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს. მოზრდილებთან არ გირჩევთ კამათს, ყველა საკითხი დიპლომატიურად მოაგვარეთ. ზოგი გადაწყვეტს ბავშვებისთვის გახსნას სასწავლო-საგანმანათლებლო წრე. ნუ გეშინიათ შვილების გაჩენის. კარგი პერიოდი ელით მსახიობ მერწყულებს; მოიმატებს თქვენი პოპულარობა (თუნდაც ცუდი საქციელის, როლის გამო). გაფრთხილდით აზარტულ თამაშებთან. არ მოირგოთ მაცდუნებლის როლი და არ ეცადოთ, რომ გააცუროთ ვინმე აფერისტული სქემით. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. მარტოხელებს ახალგაცნობილ, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან სიფრთხილე გმართებთ. ნუ შექმნით სასიყვარულო სამკუთხედებს.

♓თევზები

არ გაართულოთ დამოკიდებულება მშობლებთან. თუ არ მოგწონთ ადგილი, სადაც ცხოვრობთ, შეგიძლიათ შეიცვალოთ. მოსალოდნელია მანიპულაცია მშობლების მხრიდან. რემონტის ან სახლის მშენებლობის გამო მოსალოდნელია ნერვების მოშლა, კამათი. თუ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა გსურთ, მილიონჯერ გადაამოწმეთ ადამიანები სანდოობაზე, საბუთები. ზოგიერთი გადაწყვეტს შინიდან მუშაობას (კულინარიის, ფლორისტიკის, შემოქმედებითი კურსები) ან საოჯახო ბიზნესის გახსნას, თუმცა, ნურავის ენდობით, ყველაფერი თავად მოაგვარეთ. გააძლიერეთ სახლის უსაფრთხოება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა ახალმთვარეობის შემდეგ და ვისთვისაა კარგი პერიოდი?

ასტროლოგი: დღეს და ხვალ ფრთხილად - სახიფათო დღეებია

ასტროლოგი: ელოდეთ მოულოდნელი სასიყვარულო კავშირების აღმოცენებას

წყარო: intermedia.ge