ცნობილი დერმატო-ვენეროლოგი, ზაზა თელია „პირველი არხის“ სამედიცინო გადაცემას სტუმრობდა და სოლარიუმის მავნებლობის შესახებ ისაუბრა.
როგორც ზაზა თელია ამბობს, სოლარიუმის გამოყენება არ არის რეკომენდებული, მისი თქმით სოლარიუმით მიღებული ულტრაიისფერი სხივები ათჯერ აღემატება მზის პიკურ ნაწილში მიღებულ სხივებს.
„რა თქმა უნდა, სოლარიუმის გამოყენება კატეგორიულად არ არის რეკომენდებული. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში გარუჯვის მიზნით მისი გამოყენება აიკრძალა, ისევე, როგორც ამერიკაში, გარკვეულ შტატებში და მიმდინარეობს მუშაობა, რომ სხვაგანაც აიკრძალოს.
სოლარიუმით მიღებული ულტრაიისფერი სხივები ათჯერ აღემატება მზის პიკურ ნაწილში, ანუ 11-დან 4 საათამდე მიღებულ სხივებს, წარმოიდგინეთ, რამდენად სახიფათოა. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოშიც უნდა დაიწყოს მუშაობა, იმიტომ, რომ ძალიან მაღალია რისკები,“- ამბობს ზაზა თელია.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
5 ქართველი სელებრითი, რომლებმაც სიკვდილს თვალებში ჩახედეს
ვარსკვლავური ომები: ქართველი ცნობილები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ