Digest Logo

ტყუილად გადაყრილი ფული და იმუნიტეტის ამაღლების 4 რეალური გზა - პედიატრის რეკომენდაციები

1601983938
პედიატრი თემურ მიქელაძე

ვირუსების სეზონი დაიწყო, მსოფლიოში კი პანდემია მძვინვარებს. ამ ფონზე მშობლები განსაკუთრებულ პანიკაში არიან და ბავშებისთვის იმუნიტეტის ამაღლებას სხვდასხვა გზით ცდილობენ, მათ შორის მედიკამენტებითაც.

დაიჯესტი“ დაინტერესდა, როგორ შეიძლება ბავშვებისთვის იმუნიტეტის გაძლიერება და რა საშუალებები არსებობს, რათა პატარებმა გაციება თავიდან აიცილონ.

პედიატრი თემურ მიქელაძე იმუნიტეტის გაძლიერების მთავრ გზას ჯანსაღი ცხოვრების წესში ხედავს. მისი რეკომენდაცია სწორი კვება და ფიზიკური აქტივობებით დაკავებაა. ამასთან, პედიატრი მშობლებს გეგმიური ვაქცინის ჩატარებისკენ მოუწოდებს

„მშობლებს მარკეტებსა და აფთიაქებში ყოველთვის სთავაზობენ სხვადასხვა იმუნომოდერატორ საშუალებებს. არადა ე.წ. იმუნიტეტის ასამაღლებელი სამკურნალო საშუალება არ არსებობს. ბავშებმა იმუნიტეტის ამაღლების მიზნით, რაიმე მედიკამენტი არ უნდა მიიღონ. ზოგ შემთხვევაში ადაპტოგენები კონკრეტულ რაიმეს შეიძლება ეხმარებოდეს, მაგრამ ისიც ექიმის მიერ უნდა დაინიშნოს. მხოლოდ, ამ შემთხვევაში შეიძლება იმუნომასტიმულირებელი საშუალების მიღება. სხვა შემთხვევაში ტყუილად გადაყრილი ფულია. მით უმეტეს, იმუნიტეტი ჯერ კიდევ შეუსწავლელი თემაა, ამიტომ ვიტყოდი, რომ იმუნიტეტის ასამაღლებელი ყველაზე კარგი საშუალება სწორი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესია.

მიქელაძე მშობლებს 4 რეკომენდაციას აძლევს:

1. სწორი კვება - ბავშვთა რაციონში 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% - ხილი, 20% - ცილა (ხორცი რძე და რძის პროდუქტები).

2. ფიზიკური აქტიურობა - დღის განმავლობასი 3-4-ჯერ ბავშვი სუფთა ჰაერზე 20 წუთით უნდა გაიყვანოთ.

3. ვაქცინა - არსებობს დაავადებები, რომლბიც ვაქცინით იმართება. დროულად ჩატრებული ვაქცინა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწობს ხელს.

4. D ვიტამინი - იმ, შემთხვევაში თუ ბავშვები დიდ დროს ატარებენ დახურულ შენობაში, შეგვიძლია D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზის მიცემაც