Digest Logo

🎥 „ლტოლვა ალკოჰოლური სასმელების, ნარკოტიკული ნაერთებისა და ფსიქოტროპული პრეპარატებისადმი გაიზრდება“ - მიმდინარე კვირის ტენდენციები მიხეილ ცაგარელისგან

1760941299
მიხეილ ცაგარელი

მიმდინარე კვირის( 20-26 ოქტომბერი) ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „იმედის დილა“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა. მისი თქმით, წინ 5 გეომაგნიტური დღე გველოდება. ეს არის პერიოდი, როცა ჯანმრთელობას, განსაკუთრებით წნევის ცვალებადობას ყურადღება უნდა მივაქციოთ.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში 2 მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გვაქვს: პლანეტა ნეპტუნის თევზების ზოდიაქოში დაბრუნება და მზის გადასვლა მორიელში:

„კვირა საინტერესოა და მაცდუნებელი, თუმცა მთლიანობაში კარგია, რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის. ურთიერთგაგება მატულობს, მოლაპარაკებები უკეთ წარმოებს, იდეების რეალიზაცია მეტად შესაძლებელია, რაც ყველასთვის კარგია. 

კვირას თავისი დეტალები აქვს. წყალქვეშა დინებები, რაც თუ გამოგრჩა მხედველობიდან კაცმა არ იცის კარგი იქნება თუ ცუდი. 

გვაქვს 5 გეომაგნიტური დღე, ზედიზედ: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა. ეს ნიშნავს, რომ უნდა ვაკონტროლოთ წნევა. თუ მოხდება თავის ტკივილი და ა.შ. მიიღეთ მედიკამენტი. 

ნაწილობრივ დღეს, უფრო ხვალ ახალმთვარეობა გვაქვს, სასწორის ზოდიაქოში. ეს ნიშნავს, რომ არ მოხვდეთ სხვისი ზეგავლენის ქვეშ, არავითარი სულსწრაფობა, უყაირათო ხარჯვა, შინაგანი მერყეობა ძლიერდება და არ იცით რა გინდათ, ამიტომ არ დაიწყოთ ახალი საქმე, სერიოზული გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. ეს ეხება ყველა ზოდიაქოს ნიშანს. მშვიდად გაიარეთ ხვალინდელი დღე, დადებითი ემოციებით, იუმორით და ხელოვნებასთან ურთიერთობით. 

ზეგ, ოთხშაბათს პლანეტა ნეპტუნი ბრუნდება თავის საყვარელ ნიშანში, თევზებში. ეს გაგვიძლიერებს ინტუიციას, ფანტაზიის უნარი გაძლიერდება. შემოქმედებითი ნიჭი გაძლიერდება, ასევე რწმენის ფაქტორი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მინუსია ის, რომ შეიძლება წამოვიდეს შიშები, აზრების აკვიატება. ლტოლვა ალკოჰოლური სასმელების, ნარკოტიკული ნაერთებისა და ფსიქოტროპული პრეპარატებისადმი. ოთხშაბათს ძალადობისკენ მიდრეკილების ტენდენცია გვაქვს. 

ხუთშაბათს სასწორს ტოვებს მზე და გადადის მორიელში, ერთი თვით. ყველას გვჭირდება ყურადღება დრამატიზირებასთან. მორიელს აკლია ოპტიმიზმი, არ სურს არავის მოსმენა, არის ეჭვიანი, სარკასტულია და გესლიანი ენა აქვს.

პარასკევს ნუ იტრაბახებთ, თქვენს ირგვლივ არნახულად ბევრ მოშურნეს შემოიკრებთ და ამას მოჰყვება დიდი უსიამოვნებები“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 ოქტომბერს საქართველოში☔

„რატომ უნდა დაკავდეს ბავშვი სპორტით? არა იმიტომ, რომ ჩემპიონი გახდეს, არამედ უკეთესად იგრძნოს საკუთარი თავი“ - გიორგი ჩოგოვაძე

ფინანსური ცვლილებები, ახალი შესაძლებლობები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება - როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის