
2 იანვარს საქართველოში ბედობას აღნიშნავენ. მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, საქართველოში, ამ ტრადიციამ საუკუნეებს გაუძლო.
ძველ დროში მიჩანდათ, რომ როგორც შეხვედებოდნენ ბედობას, მთელ წელს ისე გაატარებდნენ. ტრადიციის თანახმად, ბედობას ყოველთვის ხალისიანი განწყობით უნდა შეხვდეთ.
ამ დღეს ოჯახი მეკვლეს ირჩევდა. სტუმრად წასული „მეფეხური“ მასპინძელს კოხტად და სუფთად გამოწყობილი უნდა სწვეოდა, თან ოჯახისთვის ტკბილეული უნდა მიერთმია, ასევე მხიარულ განწყობაზე უნდა დაელია ღვინო, დაელოცა ოჯახი და უკან გამობრუნებულიყო.
ამ დღეს ოჯახები, არც რაიმეს სესხულობდნენ და არც რაიმეს გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება და სხვა, დაკავშირებული იყო გაწბილებასთან და მოტყუებასთან.
ოჯახში თუ ვინმე ავადმყოფოდა, ცდილობდა ლოგინიდან წამომდგარიყო და ფეხზე მყოფს გაეტარებინა მთელი დღე, რადგან მიაჩნდათ, რომ თუ ბედობას ფეხზე დამდგარი და მედგრად შეხვდებოდნენ, სნეულება და ავადმყოფობა მომავალ წელს აღარ შეაწუხებდათ.
ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩა საქართველოში, თუმცა არა ისეთი დიდი დატვირთვით, როგორადაც ამას ძველ აღიქვამდნენ.
საქართველოში ბედობას ორჯერ - 2 და 15 იანვარს აღნიშნავენ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
2 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
როგორი იქნება ახალი წლის დასაწყისი ზოდიაქოს ნიშნებისთვის?
ზოდიაქოს რომელმა ნიშნებმა უნდა შეიცვალონ სამსახური 2021 წელს?