2017 წლის 10 აპრილს, თბილისიდან 220 კმ–ში ასპინძის რაიონში 35 წლის მანუჩარ ზაზაძემ თავის 27 წლის მეუღლეს, თეონა ბერიძეს, დანა 15–ჯერ ჩაარტყა მუცლის არეში.
ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“ ავრცელებს.
ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
მკვლელობა ღამის 1 საათზე მოხდა.
მათ ორ შვილს – 8 და 5 წლის ბიჭებს იმ დროს ეძინათ.
მკვლელობის მთავარი მოწმე მსხვერპლის და, თეა ბერიძე იყო.
თეონას თავისი დისთვის მანამდე უთქვამს: „ამაღამ ჩემი ქმარი შინ არ იქნება, მარტო დარჩენის მეშინია და ღამე ჩემთან გაათენე.“
ზაზაძე ბორჯომიდან შუაღამისას მაინც დაბრუნდა. მთვრალი იყო. ცოლს უთხრა, „წამოდი სამზარეულოში, ლუდი დავლიოთ“.
52 წლის შვილმა მოხუცი დედა ნაჯახით მოკლა - გაუხმაურებელი ამბავი
თეონა გაჰყვა, მან კი კარი ჩაკეტა.
თავიდან ხმადაბალა საუბრობდნენ, მაგრამ მალე ჩხუბის ხმა გამოდიოდა.
თეას დის დახმარება უნდოდა, მაგრამ ვერ შეეძლო.
როდესაც ცოლი მოკლა, ზაზაძემ თეას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რამდენჯერმე ხელი დაარტყა თავისა და სხეულის არეში და გაიქცა.
„მეზობელთან წავედი სასწრაფო დახმარებისა და პოლიციისთვის რომ დამერეკა, მალე მოვიდნენ, მაგრამ ჩემი და უკვე გარდაცვლილი იყო“, - ამბობდა თეა.
ზაზაძე სხვა კაცის გამო ეჭვიანობდა.
როდესაც ცოლი მოკლა, ნაჯახს დაავლო ხელი და მის მოსაკლავად წავიდა, მისივე სალხში.
კაცი შინ არ დახვდა და ნაჯახით მისი მამა დაჭრა.
ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც შინ ბრუნდებოდა, ირგვლივ პოლიცია დაინახა, ჩაბარდა და დანაშაული აღიარა.
საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 11–108 და 117–ე მუხლებით იძიებდნენ (განზრახ მკვლელობა ოჯახური ძალადობის ნიადაგითა და მძიმე დაზიანება).
ზაზაძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.