სოციალურ ქსელში გვერდი „დამიცავი • პატარა ვარ“ ანონიმურად აქვეყნებს სხვადასხვა ისტორიებს. ამ გვერდის დახმარებით, მოქალაქეები ანონიმურად უყვებიან ერთმანეთს ძალადობის შესახებ და ერთმანეთს ამხნევებენ. აგრეთვე, საუბრობენ გზებზე, თუ როგორ შეიძლება ძალადობის აღმოფხვრა.
„დაიჯესტი“ გთავაზობთ ერთ-ერთ ისტორიას:
„გამარჯობა!
ქალი თავის 13 წლის ქალიშვილს 3,5 ათას დოლარად ყიდდა - ტრაგიკული ამბავი
ახლა უკვე 21 წლის ვარ, ეს ამბავი კი მოხდა მაშინ, როდესაც დაახლოებით 6-7 წლის ვიყავი. ბუნდოვნად მახსოვს დროის ეს მონაკვეთი, თუმცა ეს ისტორია მეხსიერებაში ისე მაქვს ჩაბეჭდილი, თითქოს გუშინ მომხდარიყო.
ძალიან აქტიური და ენერგიული ბავშვი ვიყავი, მზრუნველი და მოსიყვარულე მშობლები მყავს. საკმაოდ ფრთხილებიც. თუმცა, ვერც ამ ყველაფერმა გადამარჩინა იმ ტრავმისგან, რაც უკვე ამდენი წელია, ნემსივით მჩხვლეტს ყოველთვის.
ერთ საღამოს, როდესაც მე და ჩემი მეგობრები (მათ შორის ჩემი ძმა, რომელიც ჩემზე 1 წლით დიდია) ახალგაზრდების შეკრების ადგილიდან თამაშით დაღლილები მივდიოდით სახლში, რომელიც 5 წუთის სავალზეა, ერთ-ერთი უფროსი ნაცნობი მომესალმა. ეს ბიჭი დაახლოებით 18-19 წლის იქნებოდა მაშინ, შეიძლება უფრო მეტიც. იმ ადგილთან ახლოს ცხოვრობდა, სადაც მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვთამაშობდით, ამიტომ მხოლოდ სახით და სახელით ვიცნობდი.
რაღაცებს მეკითხებოდა, მეც, ჩემი ბავშვური გონებით, გავჩერდი და მისი დახმარება ვცადე. ამასობაში ჩემი ძმა და მეგობრები ლაპარაკში გართულები გზას გაჰყვნენ და ვერც შეამჩნიეს, რომ ჩამოვრჩი.
ამ ბიჭმა, საუბრის დროს მითხრა - ჯიბეში რაღაც მაქვს, უბრალოდ ყველას არ ვაჩვენებ, შეიძლება მომპარონ და თუ გამომყვები, გაჩუქებო. თავდაპირველად ვკითხე - რა ჰქონდა ჯიბეში. მეგონა, შოკოლადი ან რამე კანფეტი იქნებოდა. რადგან დედა სულ მეუბნებოდა, უცხოებს არათუ არ გაყვე, არც გამოელაპარაკო, საშიშიაო - დავფიქრდი, რამდენად სწორი იქნებოდა მისთვის დაჯერება.
მაგრამ ბოლოს ვიფიქრე, მეზობელია, ჩემი მშობლები იცნობენ და თან სახლთანაც ახლოს ვიყავი, ამიტომ დავთანხმდი და იქვე მიტოვებულ შენობაში შევყევი. შიშით არ მეშინოდა, ჩემი სიტრიპაჩის და აქტიურობის გამო, ის შენობაც ასე თუ ისე კარგად ვიცოდი. ამ ბიჭმა საუბარი დაიწყო, მითხრა ძალიან ლამაზი გოგო ხარ, შეყვარებული არ გყავსო?
ეს კითხვა არასდროს მიყვარდა, ამიტომ არაფერი მიპასუხია. მერე ხელი ხელზე მომკიდა და მისი შარვლისკენ წაიღო. ჩაიხადა შარვალი, საცვალი და იქვე დაჯდა. მოდი, შეეხე, ნუ გეშინიაო. ახლა ალბათ წარმოუდგენელია 7 წლის ბავშვმა არ იცოდეს რეპროდუქციული ორგანოს არსი და გარეგნული მხარე, მაგრამ მე ძალიან მოწყვეტილი ვიყავი ამგვარ ინფორმაციებს, ამიტომ ვერც მივხვდი, რა ხდებოდა.
შიგნიდან ვგრძნობდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, ახლაც მახსოვს ის შეგრძნება, გულში რომ გაგიელვებს ტკივილი და ფეხები გიბუჟდება. ხელი ხელზე მომიჭირა და მისი მასტრუბაცია დამაწყებინა, თან მიხსნიდა, ასე იწყებ და ნელ-ნელა სიჩქარეს ამატებო.
2-3 წუთის შემდეგ მოვიკრიბე ძალა და ვუთხარი, უკვე გვიანია, უნდა წავიდე-მეთქი. მეგონა, რომ ხმა აღარ მქონდა, იმან - ჯერ რა გეჩქარება, მე მიგაცილებ სახლამდე და შენს მშობლებსაც მე დაველაპარაკებიო. ყველაფერი დაბუჟებული მქონდა, სხეულს ვეღარ ვგრძნობდი შიშისგან, ყვირილი რომ გინდა და ვერ ყვირი, ზუსტად ასე ვიყავი. ჯოჯოხეთურად იწელებოდა ყოველი წამი.
დაახლოებით 5 წუთის შემდეგ ჩემი მეგობრების ხმა გავიგე. მე მეძებდნენ, მეძახდნენ. მათ ხმაზე ეს ბიჭი შეკრთა და უცბად გაჩერდა, შარვალი აიწია და მითხრა, მიდი გადი და მე მერე გამოვალო. სირბილით გამოვედი იმ შენობიდან.
ჩემს მეგობრებს ვუთხარი, ძაღლი დავინახე და იმას ვეფერებოდითქო. შიშით სიმართლეც ვერ ვთქვი, არ ვიცი ეს რატომ დამემართა, სულ მიხსნიდა დედა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო , მისთვის მეთქვა. რომ არასდროს მეჩხუბებოდა, ყოველთვის მომისმენდა. მაგრამ მაინც გავჩუმდი, ვერავის ვუთხარი.
იმ დღის შემდეგ, იმ ბიჭს ყოველთვის ვერიდებოდი, ხმას არ ვცემდი, ვერიდებოდი ადგილს, სადაც ის იყო. წლების განმავლობაში ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა. გარკვეული დროის შემდეგ, როცა ამ საკითხზე ინფორმაცია მივიღე, სკოლიდან, ინტერნეტიდან და ა.შ აგრესია გამიჩნდა იმ ადამიანის მიმართ.
სადაც არ უნდა მენახა, ერთი სიტყვაც რომ ეთქვა ჩემთვის, ჩხუბს ვუწყებდი, ყვირილს. ერთხელ გასაკავებელიც კი გავხდი, ფიზიკურად ვიწევდი.
ოთხი შვილის დედა ყოფილმა ქმარმა რკინის მავთულით გაგუდა - გაუხმაურებელი ამბავი
ცოლიც მოიყვანა, შვილებიც ჰყავს. 2 გოგონა... ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩემ ძმას დაუმეგობრდა. სულ ვცდილობდი, ამეხსნა ჩემი ძმისთვის, რომ ცუდი ადამიანია, არ უნდა გაჰკარებოდა, მაგრამ მიზეზს ვერასდროს ვეუბნებოდი, ამიტომ არ მიჯერებდა.
ეს ისტორია დღემდე არავისთვის მომიყოლია. საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას, ყოველთვის პრობლემები მაქვს. ჯანსაღი ურთიერთობის დროსაც კი, ემოციურად კონკრეტული ეტაპის შემდეგ, არაადეკვატურად ვწყვეტ ყველანაირ კავშირს.
შეყვარებული არასდროს მყოლია, სექსიც, მათ შორის, ჩემთვის მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის, ყოველ ჯერზე მახსენდება ეს ამბავი. გონებიდან ვერ ვშლი.
რატომ მოვყევი ახლა? ძალიან ბევრ მსგავს ისტორიას ვკითხულობ ამ გვერდზე. საუბარი ყოველთვის მიდის პრევენციულ ზომებზე.
კი, ეს აუცილებელია, საჭიროა, მაგრამ ძალიან ვისურვებდი ასეთივე აქტუალური იყოს პოსტ-ტრავმულ ეპიზოდში ბავშვებთან ურთიერთობა.
რას ვაკეთებთ ამ დროს, როგორ ვეხმარებით. ისეთი გამგები და ფრთხილი მშობლების ყოლის შემთხვევაშიც, როგორიც მე მყავს, დღისით, მზისით მსგავსი შემთხვევები მაინც ხდება.
ამიტომ აუცილებელია პოსტ-ტრავმული დახმარების სტრატეგიაზე საუბარი და მისი ჩამოყალიბება, რომ მსხვერპლი ბავშვები ამ ტრავმას მარტო არ გაუმკლავდნენ და ჩემსავით ჩახვეული კადრივით არ უტრიალებდეთ გონებაში ეს ყველაფერი.
მადლობა“,- წერს ანონიმური წყარო.