Digest Logo

„3 წელია, რაც სექსსამუშაოში ვარ ჩართული... 6 ენა ვიცი, მაგრამ სამსახური ვერსად ვნახე...“ – ტრანსგენდერი ქალი

1639729144
ტრანსგენდერი ქალი

ტრანსგენდერი ქალი დადუ კარა პირადის შესახებ „ბათუმელებთან“ ღიად საუბრობს. მისი თქმით, 3 წელია სექსმუშაკია, რადგან თავი გადაირჩინოს და საარსებოდ შემოსავალი ჰქონდეს.

„2-3 წელია, რაც სექსსამუშაოში ვარ ჩართული. ეს არის ჩემი ერთადერთი შემოსავალი საქართველოში, ვიყო სექსმუშაკი და ამით ვირჩინო თავი, გადავიხადო ქირა, კომუნალურები, ვიყიდო ტანსაცმელი და მივხედო საკუთარ თავს.

ვმუშაობდი საზღვარგარეთ ერთ-ერთ საავადმყოფოში თარჯიმნად. ერთ დღეს გადავწყვიტე დავბრუნებლიყავი ჩემს ქვეყანაში გარკვეული მიზეზების გამო.

დავბრუნდი. ვფიქრობდი, რომ ჩემს ქვეყანაში სხვანაირი სიტუაცია დამხვდებოდა. მაგრამ რომ ჩამოვედი სულ სხვა ვითარება დამხვდა. ვერც სამსახური ვიშოვე, ვერც ვერაფერი და გადავწყვიტე ჩავრთულიყავი სექსსამუშაოში.

ჩვენც გვინდა სწავლა-განათლება, უნივერსიტეტში სიარული, მეგობრებთან ერთად ქუჩაში სიარული, გვინდა გვყავდეს ოჯახები, საყვარელი ადამიანები.

6 ენა ვიცი, მაგრამ სამსახური ვერსად ვნახე, იმიტომ, რომ ვარ ტრანსგენდერი ქალი.

მუშაობა მინდა, სწავლა მინდა, განათლება მინდა, მშვიდი ძილი მინდა… არ მიხარია სექსმუშაკად მუშაობა“, ამბობს დუდუ კარა.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე

🔵ვინ არის სოფო ნიჟარაძის დედა და რატომ ჰგონიათ მომღერლის შვილის მამა მიხეილ სააკაშვილი?

🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი

🔵მძიმე სენის დამარცხება, 10 წლით უმცროსი ქმარი და 19-წლიანი თანაცხოვრება - ხათუნა ჟორდანიას პირადი ამბები