წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ქალებს „სუსტ“ სქესად არ მოიხსენიებენ, სადაც მათ აქვთ უფლება იყვნენ მწერლები, ლექტორები, პრეზიდენტები, სადაც აქვთ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.
წარმოიდგინეთ? თუ თვლით, რომ ეს ჩვენი წარმოსახვის მიღმაც ჩვეულებრივი ამბავია? სინამდვილეში, არა. კაცების სამყაროში ქალებს თვითდამკვიდრებისთვის ბევრი ბრძოლა და ბევრი თაობა დასჭირდათ.
ბევრი მათგანი უბრძოლველად დანებდა დროებას და პროტესტის გარეშე მოირგო „ქალის ბედი“. ძლიერმა ქალებმა კი რაც პირდაპირი ბრძოლით ვერ შეძლეს, სხვა გზით მოახერხეს და ისტორიაში მაინც შევიდნენ. ისინი „განკაცდნენ“.
მსოფლიო ისტორია მამაკაცის ტანსაცმელით შემოსილი არაერთი ქალის ამბავს გვინახავს.
მაშ ასე, ქალები რომლებიც ისტორიაში კაცების სახელებით შევიდნენ:
რომის პაპი, წმინდა იოანა
ლეგენდის მიხედვით, ვატიკანს 2 წელზე მეტ ხანს ქალი მართავდა ანუ, 855 წელს პაპ ლევ IV-ის გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი „იოანამ“ დაიკავა.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა 14 წლის ობოლმა გოგომ, იოანა დაირქვა, ბიჭის სამოსი მოირგო და თავის რჩენის მიზნით, მონასტერში წავიდა. სასულიერო პირებმა ის გონებამახვილობითა და შრომისუნარიანობით გამოარჩიეს და „ძმა“ იოანა ლანგლუი ბერადაც აღკვეცეს, თუმცა ჭჯკიუთ გამორჩეულმა იოანამ შეცდომა დაუშვა, როცა ერთ მონაზონს თავისი დიდი საიდუმლოც გაუმხილა. შემდეგ იოანამ სასულიერო მოღვაწეობის გაგრძელება ვატიკანში გადაწყვიტა. მან ჯერ რომის პაპის კარზე მდივნის როლი მოირგო, შემდეგ კი მისი რჩეული გახდა. პაპმა სიკვდილის წინ მემკვიდრეობაც სწორედ მას დაუტოვა.
ლეგენდის თანახმად, ასე მოხვდა პაპის ტახტზე ქალი და მის სქესს ეჭვის თვალით არავინ უყურებდა, თუმცა აგნესა დაფეხმძიმდა და ყველაფერი შეიცვალა. პირველ ეტაპზე ქალი ამას მარტივად მალავდა, მაგრამ როცა მუცელი გაეზარდა, საუბედუროდ, სწორედ მაშინ ქვეყანა ეპიდემიამ მოიცვა და ხალხს ერთადერთ მხსნელად სწორედ ის ეგულებოდა. ოანა იძულებული გახდა, რომში მსვლელობა მოეწყო. ამბობენ, მაშნ ზეცა შავმა ბურუსმა მოიცვაო და სწორედ იმ დროს, აგნესას მშობიარობა შუა ქუჩაში, უამრავი ადამიანის თვალწინ დაეწყო.
ხალხი უყურებდა, როგორ მშობიარობდა მათი პაპი, რომელმაც გარდაცვლილი ბავშვი დაბადა.... ასე სრულდება ეს ლეგენდა თუმცა, რეალურად იყო თუ არა ოდესმე ქალი პაპის ტახტზე, საბოლოოდ გარკვეული არ არის (წყაროთა სიმწირის, ბუნდოვანებისა და სხვა მიზეზთა გამო), ამიტომ ქალი რომის პაპის, იოანა VIII-ის შესახებ არსებულ გადმოცემებსა და წერილობით წყაროებში ლეგენდა და სინამდვილე ერთმანეთშია არეული.
„ჯეინ ეარის“ ავტორი შარლოტა ბრონტე
მწერალი შარლოტ ბრონტე ინგლისში მღვდლის ოჯახში დაიბადა. შარლოტას დედა ახალგაზრდა ასაკში გარადეცვლა, მამამ პატრიკ ბრონტემ, რვა შვილიდან ოთხი, პასტორ უილსონის ქალთა სკოლაში მიაბარა, სადაც მდიდართა ოჯახებისთვის აღმზრდელებს ამზადებდნენ.
ამ სასწავლებელში შარლოტას უფროსი დები ჭლექით დაავადდნენ და გარდაიცვალნენ. ამიტომ პასტორ უილსონის სასწავლებლიდან გამოყვანილი შარლოტი გამოიყვანეს და ის კერძო პანსიონს მიაბარეს.
კერძო პანსიონის დამთავრების შემდეგ შარლოტმა აღმზრდელად მუშაობა დაიწყო, შემდეგ იგი იორკში, ერთ-ერთი ფაბრიკანტის ოჯახში მოეწყო, სადაც ბევრი დამცირება გადაიტანა. მისმა ამაყმა ხასიათმა ვერ გაუძლო სტრესულ გარემოს და იორკიდან ბრიუსელში გადავიდა, სადაც მუშაობა ერთ-ერთ პანსიონში ინგლისური ენის მასწავლებლად დაიწყო.
შარლოტამ და თავისმა ორმა დამ — ლექსებისა და რომანების წერა ადრეულ ასაკში დაიწყეს. შარლოტის სამწერლო სარბიელი წარუმატებლობით სავსე გამოდგა, მაგრამ მწერალი, ამ დაბრკოლებებმა სულიერად ვერ გასტეხა. მისი პირველი რომანი „მასწავლებელი“ იყო, რომელიც მწერალს ყველა გამომცემლობამ უკანვე დაუბრუნა. რობერტ საუთიმაც შარლოტის ლექსები უკან დააბრუნა და თან წერილში დიდაქტიკური დარიგებებიც დაურთო: მწერლობა ქალის საქმე არ არისო.
მაგრამ ამ რჩევამ მწერალს რომანების წერაში ხელი ვერ შეუშალა. უფრო მეტიც, კაცის ფსევდონიმით დაიწყო წერა და 1847 წელს ახალი რომანი „ჯეინ ეარი“ გამოაქვეყნა, რომელმაც მწერალს დიდი წარმატება მოუტანა. 1850 წელს წიგნი დაიბეჭდა რუსულ ჟურნალ-გაზეთებში, რამაც რუსი მკითხველი საზოგადოება აღაფრთოვანა, მაგრამ მათაც არ გამორჩენიათ წიგნის ნაკლოვანებები.
გმირი, ჟანა დარკი
საფრანგეთის სახალხო გმირის ორლეანელი ქალწულ ჟანა დ’არკს, რომელიც ასწლიანი ომს ხელმძღვანელობდა გლეხის ოჯახში დაიბადა.
ფანატიკურად მორწმუნე ჟანა დ’არკს 13 წლიდან ჩაესმოდა ხმა, რომ მისი დანიშნულებაა საფრანგეთის ხსნა იყო. 1428 წლის 12 ოქტომბერს ინგლისელებმა ალყა შემოარტყეს საფრანგეთის მეფის ხელში მყოფ უკანასკნელ ქალაქს ორლეანს, რომლის დაცემა მტერს სამხრეთისკენ უხსნიდა გზას.
1429 წლის 13 თებერვალს მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი ჟანა შინონის ციხეში გაემგზავრა. მოსაზრებულობით ჟანა დ’არკმა მეფის ნდობა დაიმსახურა და საფრანგეთის ჯარების სარდლად დაინიშნა. ჟანა დ’არკმა რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.
მან 1429 წლის 18 ივნისს პატესთან ბრძოლაში ინგლისელთა არმია გაანადგურა. მისმა უდიდესმა პოპულარობამ მეფე, არისტოკრატია და უმაღლესი სამღვდელოება შეაშინა. იგი, ფაქტობრივად, ჩამოაშორეს სამხედრო მოქმედებათა ხელმძღვანელობას.
შარლ VII-მ არაფერი იღონა ჟანას დასახსნელად, ქალაქ რუანში მოწყობილ საეკლესიო სასამართლო პროცესზე ჟანა დ’არკი „ჯადოქრად“ და „მწვალებლად“ ცნეს და რუანის ძველი ბაზრის მოედანზე კოცონზე დაწვეს.
1920 წელს ჟანა დ’არკი რეაბილიტირებულად გამოცხადდა, კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
მალინდა ბლალოკი
1862 წელს მალინდა ამერიკის სამოქალაქო ომში სამუელ ბლალოკის სახელით მონაწილეობდა. ის 26-ე ბატალიონს ქმართან ერთად შეუერთდა.
კეტრინ სვიცერი
1967 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქალებს მარათონში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ ახალგაზრდა კეტრინი შეჯიბრებაში ინიციალებით კ.ც. დარეგისტრირდა. მას შემდეგ, რაც მისი სქესი გამჟღავნდა, ის კონკურსიდან მოხსნეს. 1974 წელს ქალ მორბენალთა მარათონი პირველად ჩატარდა, სადაც რეკორდი კეტრინმა დაამყარა.