Digest Logo

5 ქართველი, რომელსაც კორონავირუსი ხუმრობა ჰგონია - ექსკლუზიური განმარტებები მათგან

1602674762
ის მაინც არსებობს!

გლობალური მასშტაბით, კორონავირუსით 37 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. მილიონზე მეტი ფატალური შედეგით დასრულდა.

საქართველოში ბოლო სამ დღეში 22 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში - 7.

და როდესაც ვირუსის მეორე ტალღა გვიახლოვდება, როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე გვაფრთხილებს, რომ კიდევ მილიონი პაციენტის დაღუპვაა მოსალოდნელი, შემორჩნენ ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსის უბრალოდ არ სჯერა.

მათ სიაში ერთ-ერთია ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა, რომელსაც covid 19-ის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი შეთქმულების თეორია ჰგონია და ამტკიცებს, რომ ამით ვიღაცები მდიდრდებიან.

გთავაზობთ ფრაზებს მისი ფეისბუქ გვერდიდან:

„როგორც ყველაფერს, ამ ისტერიასაც ექნება დასასრული ... მე მაინტერესებს, ვინ რომელ მხარეს ვიქნებით იმ დროისთვის - შეშინებული და ლოგიკური საზოგადოება. ერთი სული მაქვს, ეს ორი კატეგორია ვნახო და კიდევ ისინი, ვინც ამ ყველაფრით გამდიდრდა, თუმცა იმათ მაგ დროისთვის ვეღარ ვნახავ, სავარაუდოდ.

„ზოგიერთის ტვინამდე რომ დავიდეს !! მე თუ ვყვირივარ, არც გაციების მეშინია და არც კოვიდის !! უარესებიც გადაუტანია ჩემს შვილებს !!", - წერს სიჭინავა.

საინტერესოა, როგორ ხსნიან covid 19-ის არარსებობას ქართველები. გიზიარებთ, კიდევ 4 ქართველის მოსაზრებას:

🔴 დაშიფრული კოდი

Covid 19
Co-კორონა
V-ვირუსი
Id-აიდი
19-19 დაავადება. გრიპი, ფილტვების ანთება, თირკმელების ანთება, დიაბეტი და კიდევ 19- ნაირი დაავადება. ეს არის covid 19

🔴 დიდი აფიორა

კორონა არის ადამიანების დამონების საშუალება! ეს ჩვეულებრივი გრიპია, რომელიც ყველას შეხვდება. სინამდვილეში პანდემია აფიორაა!!! ეკლესიაში არ წახვიდეთო, ბავშვები სკოლაში არ გაუშვათო - ყველაფერი აფიორაა. კუბოებით რომ გვემუქრებიან, ეგეც აფიორაა!! 1 წელიწადში შეთითხნილი ვაქცინის შემოტენვა რომ უნდათ, ეგაა აფიორა!!

🔴 ხელოვნური იარაღი

ესა ხელოვნურადაა შექმნილი, დედამიწაზე მოსახლეობის შესამცირებლად, თანაც იოლად შეიძლება გამკლავება, თუ ადამიანს თანმდევი დაავადება არა აქვს.

🔴 ჩვეულებრივი გრიპი

როგორც ასეთი, მკვლელი არისო, ეს ტყუილია, არსებობს ვირუსი და მსგავსი ვირუსები ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა მთელი მსოფლიო პოლიტიკა კაცობრიობას ომს უცხადებს და ამ ვირუსს იყენებს!