Digest Logo

7 სიმპტომი იმისა, რომ დეპრესია გაქვს

1603608332
დეპრესია სიმტომები

უმიზეზო უიმედობა, ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა, არასტაბილური ხასიათი, ძილი ან უძილობა - გეცნო ეს მდგომარეობა?

გაგახსენდა დრო, როდესაც ასე იყავი? ან იქნებ ახლა ხარ ასე?

შეწყვიტე, რადგან როგორც ყველა გეუბნება, ცხოვრება მშვენიერია, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამაზე საერთოდ არ გეფიქრება.

ვიცი, არ გინდა დადებითი შეფასებების მოსმენა, ვიცი არ გაინტერებს, ვიცი, რომ იცი, ეს დეპრესიაა და შენ უნდა დაძლიო, ისიც ვიცი, რომ იცი, წამლები ამაში ვერ დაგეხმარება, ხოდა სანამ უფრო ღრმად შეტოპავ, სჯობს შენ „მეს“ მოკიდო ხელი და არ დანებდეს.

თუ ამ 7 სიმტომიდან რომელიმე გაწუხებს, დროა გონს მოეგო და მიხვდე, რომ შენი თავის კონტროლის დროა. დროა, დეპრესიის გაღვივებას ხელი შეუშალო.

⚪ ხშირად გაქვთ უმიზეზო სევდისა და უიმედობის შეგრძნება, რომელიც რამდენიმე საათს ან მეტს გრძელდება.

⚪ იკეტებით საკუთარ თავში. საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლა გიჭირთ, ამიტომაც თქვენს ახლობლებსა და მეგობრებთანაც კი მინიმალური კონტაქტი გაქვთ.

⚪ დაკარგეთ ინტერესი იმ საგნებისადმი, რომლებიც იქამდე ძალიან გაინტერესებდათ და სამაგიეროდ ახალი საინტერესო საქმე არ გიპოვიათ.

⚪ მადა შეგეცვალათ - ან ძალიან ცოტას ჭამთ, ან პირიქით - კვების რეჟიმს ვერ აკონტროლებთ.

⚪ დაღლილობასა და ენერგიის უკმარისობას რეგულარულად გრძნობთ. ამასთანავე, ასეთი ეპიზოდები საკმაოდ დიდხანს გრძელდება.

⚪ მეხსიერებასთან, კონცენტრაციასა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები გაგიჩნდათ.

⚪ ხანდახან თვითმკვლელობაზეც გეფიქრებათ. ხშირად გეჩვენებათ, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა.