Digest Logo

7-წლიანი შეყვარებულობის პერიოდი, მატერიალური კრიზისი, ცოლის შეურაცხმყოფელი ვიდეოს გამოქვეყნება და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ძმა - გოგა ბარბაქაძის პირადი ამბები

1628596953
 გოგა ბარბაქაძე

„დათო“, „თავადი არჩილ ორბელიანი“, „იდოტოკრატია“, „თბილისური Love Story“, „ყველაფერი კარგად იქნება“  და კიდევ ბევრი საინტერესო სპექტაკლი - ეს იმ არასრული შემოქმედების ჩამონათვალია, რომელიც მსახიობ გოგა ბარბაქაძის დოსიეს ავსებს.

უნიჭიერეს მსახიობს ხალხის დიდი სიყვარული ერგო წილად. ჯერ კიდევ სერიალ „შუა ქალაქშიდან“ დათოს როლით შეიყვარა საზოგადოებამ. მან დაამტკიცა, რომ საუკეთესო კომედიური ჟანრის მსახიობია, მაგრამ საოცარია ის, რომ როგორც კომედიურ ჟანრში, ასევე დრამაშიც კარგად ირგებს როლს.

მაყურებელი გაოცებული იყო მისი გარდასახვით, როდესაც „დათოს“ პერსონაჟის შემდეგ „თავად არჩილ ორბელიანად“ მოგვევლინა ისტორიულ სერიალ „ტიფლისში“.

დღეს სწორედ ამ უნიჭიერესი ადამიანის უცნობ ამბებს გიამბობთ.

გოგა და მაიკო

გოგა და მაია ერთად არიან უკვე 22 წელია, მათი სიყვარული მეტად მტკიცეა. როგორც თავად გოგა ამბობს, ღალატს არ ცნობს, რადგან მეუღლის ერთგულია. მათ ორი შვილი ჰყავთ – გაბრიელი და ბარბარე.

ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. თეატრალურ ინსტიტუტში რომ ჩავაბარე გამოცდები, მაიკო იმ წელს ამთავრებდა. სამი წლით არის ჩემზე უფროსი. მეორე კურსზე ვიყავი, როცა შალვა გაწერელიამ სპექტაკლი დადგა, სადაც მაიკო თამაშობდა ჩემს შვილს და იქ შემთხვევით შევხვდით. ბატონი შალვა ჩემი შვილის ნათლიაა. ჩვენი ოჯახის შექმნაში ამ ადამიანმა დიდი როლი ითამაშა. ის რომ არა, ალბათ, ერთმანეთს ვერც შევხვდებოდით.

მერე ბატონი შალვას დაბადების დღე იყო, რაღაც სიურპრიზს ვუკეთებდით და იქიდან დავუახლოვდით ერთმანეთს მე და მაიკო. არც მე მითქვამს, რომ მომწონს და არც მას. უბრალოდ, ერთმანეთთან თავს კარგად ვგრძნობდით, მივდიოდით, მოვდიოდით, ერთად დავდიოდით კონცერტებზე, გამოფენებზე. მერე ათვითცნობიერებ, რაღაც დროით რომ ვერ ხედავ, ნერვიულობ, მასზე ფიქრობ და არა სხვა გოგოზე. ნელ-ნელა ხვდები, რომ რაღაც ვერ არის კარგად. მანამდე ასეთი გრძნობა ნამდვილად არ მქონია. ალბათ, მქონდა, მაგრამ მე არ ვუყვარდი არავის. ორმხრივი სიყვარული არავისთან მქონია მაიკოს გარდა, რომ გაგვევლო, გამოგვევლო, ერთად გვეფიქრა.

კარგა ხანს, შვიდი წელი, ვიყავით ერთად, სანამ ოფიციალურად გავაფორმებდით ჩვენს ურთიერთობას. რაც დრო გადიოდა, უფრო გვიყვარდებოდა ერთმანეთი, ბავშვმა კიდევ უფრო გააძლიერა ეს გრძნობა. ხელს ისიც გვიწყობს, რომ ერთი სამსახური გვაქვს, იქაც ერთად ვართ. სამწუხაროდ, ბავშვისთვის უფრო ნაკლები დრო გვრჩება, ვიდრე ერთმანეთისთვის.

მინდა, რომ ფინანსურად ცოტა უფრო ძლიერი ვიყო. დანარჩენი ყველაფერი იდეალურად მაქვს ოჯახში. ჩემი რიტმიდან, პროფესიიდან გამომდინარე, მეტი უნდა მქონდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, პროფესია სათანადოდ არ გვიფასდება. თავიდან რომ მივედი თეატრში, ცოტა მოგვიმატეს ხელფასი, ახლაც მოგვიმატეს, მაგრამ ეს არაფერია იმასთან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.

ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რატომაც არ შევუღლდით მე და მაიკო წლების განმავლობაში. ფინანსურად არ ვიყავით მზად. რომ მივხვდი, უკვე შეიძლებოდა მარტო გვეცხოვრა, მაშინ გადავდგით ეს ნაბიჯი. თუ არ გამოსწორდებოდა მდგომარეობა, მაინც რაღაცას მოვახერხებდით. ახლა ჩემი ხელფასი მხოლოდ იმას სწვდება, რომ ბავშვს არაფერი მოაკლდეს, მეტი არაფერში გვყოფნის.

ცოლის შეურაცხყოფა

გოგა ბარ­ბა­ქა­ძის ძმა, რეზი ნა­ცა­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო პირი ჯგუ­ფურ ცე­მა­სა და მუ­ქა­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებდა, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რომ, და­ვით ნემ­სა­ძემ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გოგას მე­უღ­ლის, მსა­ხი­ობ მაია დო­ბორჯგი­ნი­ძის მი­სა­მარ­თით შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ბარ­ბა­ქა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ნემ­სა­ძეს თავისი მე­უღ­ლე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი ეგო­ნა.

„ეს ადა­მი­ა­ნი ჩემს მე­უღ­ლეს უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავ­და, მას­ხა­რად მო­იხ­სე­ნი­ებ­და და ვი­დეო ლა­ივ­ში აფურ­თხებ­და კი­დეც. გა­ზი­ა­რე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ ვარ­ჯი­შობს ჯა­რის­კა­ცი, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ნემ­სა­ძე მას­ზე ამ­ბობს, ეს კაცი "მაკ­დო­ნალდსში" უნდა მუ­შა­ობ­დეს და "ღა­მის შოუს" ეს მას­ხა­რა (იგუ­ლის­ხმა მაია დო­ბორჯგი­ნი­ძე) თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­შიო. კარ­გად იქ­ნე­ბა აბა რა, მა­ი­ორ­ზე, თუ ლე­ი­ტენატ­ზე მეტ ხელ­ფასს იღებ­სო. ეს სრუ­ლი აბ­სურ­დია, ჩემს მე­უღ­ლეს თე­ატ­რის გარ­და არას­დროს არ­სად უმუ­შა­ვია. ამ ადა­მი­ან­მა შე­უ­რა­ცხყო­ფა მოგ­ვა­ყე­ნა არაფ­რის გამო, სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­ში რომ არ ვართ, ისე“, - აცხა­დებდა ბარ­ბა­ქა­ძე.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ინ­ცი­დენ­ტი ერთ-ერთ სპორტდარ­ბაზ­ში მოხ­და, სა­დაც მისი ძმა, რეზი ნა­ცა­რაშ­ვი­ლი ვარ­ჯი­შობ­და.

აგრეთვე წაიკითხეთ:

19 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი, პირადი ცხოვრების გარეშე დარჩენილი თამთა ჭელიძე, 15-წლიანი დეპრესია და ეკრანიდან გაქრობა - მომღერლის აქამდე უცნობი ამბები

19 წლის ასაკში დაოჯახება, 600-კაციანი ქორწილი, დანგრეული ოჯახი და 3 შვილის მამობა - ოთარ ტატიშვილის უცნობი ამბები

24 წლის ასაკში დაოჯახება, განშორება და რომანი მეგი გოგიტიძესთან - ჯაბა კილაძის აქამდე უცნობი ამბები