Digest Logo

აკა მორჩილაძის აუცილებლად წასაკითხი 3 წიგნი - გვირჩევს ლევან ბერძენიშვილი

1605027459
მორჩილაძე_ბერძენიშვილი

დღეს 10 ნოემბერს მწერალი აკა მორჩილაძე 54 წლის გახდა.

„დაიჯესტმა“ ლიტერატურათმცოდნე ლევან ბერძენიშვილს აკას რჩეული წიგნების დასახელება სთხოვა.

ბერძენიშვილმა ჩვენი პორტალის საშუალებით, მწერალს დაბადების დღე მიულოცა და მისი ის 3 წიგნი დაასახელა, რომელიც მისი აზრით, ყველა დამიანს უნდა ჰქონდეს წაკითხული.

აკა მორჩილაძე ძალინ მრავალმხრივი მწერალია. ჩემი აზრით, თუ ეს წიგნები წაკითხული არ გაქვს, უხერხულიც კია:

  • „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“

  • „მოგზაურობა ყარაბაღში“

  • „ობოლე“

აქ, სამივეში ჩვენი ეპოქის სულია გადმოცემული. ჩვენი მწერლები ხშირად გარბიან წარსულში და იქ წერენ რაღაცებს... ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კი, ჩვენი ცხოვრება ...

„ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ ისე უნიკალურად ასახავს 90-იან წლებს, რომ მსგავსი ასახვა ვერც სოციოლოგებმა, ვერც ფსიქოლოგებმა და ვერც ისტორიკოსებმა ვერ შეძლეს.

„ობოლე“ - მხედრიონელების ეპოქა არასად აარაა გადმოცემული, როგორც ამ წიგნში.

მე ვულოცავ აკას დაბადების დღეს და ვულოცავ მკითხველს მის დაბადებას“, - ამბობს ბერძენიშვილი „დაიჯესტთან“ საუბრისას.

აკა მორჩილაძე

ქართველი პოსტმოდერნისტი მწერალი, ისტორიკოსი და სცენარისტი გიორგი ახვლედიანი იგივე, აკა მორჩილაძე 1966 წლის 10 ნოემბერს დაიბადა . ის ლიტერატურული პრემია „საბას“ ექვსგზის ლაურეატია.

აკას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ადრეულ 90-იან წლებში მწერლობის პარალელურად იგი საპარლამენტო სხდომების მიმომხილველად მუშაობდა გაზეთ „რეზონანსისთვის“ და სხვა რამდენიმე ბულვარული გაზეთისთვის მუშაობდა.

თვითონ თავს უვარგის ჟურნალისტს“ უწოდებდა - „ჩვენთან მწერლად ყოფნა სულ სხვა რამეა, დანარჩენ მსოფლიოში კი, სულ სხვა. ამიტომ, მე მწერლად თავს ვერ ჩავთვლი. ჩემის მოკლე ჭკუით, ამას ისა სჯობს, რომ აღიარო, წერა მსიამოვნებს და ვწერ, ვინაიდან ამის უფლება ყველას აქვს-თქო.“

მისი მთავარი ლიტერატურული ნამუშევრები რომანებია:

„ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ (1995),

„მოგზაურობა ყარაბაღში„ (1992),

„აგვისტოს პასიანსი“ (2001),

„სხვანი„ (2002),

„შობის ღამის ალქაჯები“ (2002),

„სანტა ესპერანსა“ (2004),

მადათოვის ტრილოგია („გადაფრენა მადათოვზე და უკან“, „გაქრები მადათოვზე?“, „ვეშაპი მადათოვზე“) (1998-2004) და სხვ.

რომანი „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ მოგვიანებით ადაპტირებულ იქნა პიესად და პირველად 1999 წელს დაიდგა სანდრო ახმეტელის თეატრში. მასში 1992-93 მძიმე წლების ქართული ცხოვრებაა აღწერილი. მისი წიგნები საქართველოში ბესტსელერებია.

აკა მორჩილაძის რომანი „სანტა ესპერანსა“ ითარგმნა და გამოვიდა გერმანულ ენაზე, რასაც დადებითი შეფასება მოჰყვა და სეზონის ყველაზე გაბედულ და არაორდინალურ გამოცემად შეფასდა.