Digest Logo

🎥 „ერბოს თუ ასე შეინახავთ, ჩათვალეთ წამალია - შეიძლება ვაქცინადაც კი გამოდგეს“ - ანა მიქაძე

1632576305
მკვლევარი ანა მიქაძე

ქართული რძის პროდუქტების მკვლევარმა ანა მიქაძემ ერბოს სასარგებლო თვისებების შესახებ ისაუბრა:

„ერთადერთი კუთხეა სამეგრელო, სადაც კარაქს და ერბოს დიდ პატივს არ სცემენ. ამ პროდუქტებს საერთოდ არ იყენებდნენ კვებაში. დასავლეთ საქართველოში ბერძნების გავლენით უფრო პოპულარული იყო ზეთი. საუბარი მაქვს ცივად გამოხდილ ზეთზე. სამეგრელოში მსუქან ადამიანს ნაკლებად შეხვდებით. სულ გამხდრები და გამოწკეპილები არიან. ​ეს მთლიანად სწორი კვების დამსახურებაა. იქ რაციონში ძალიან დიდია თხის რძე, თხის ხორცი. თხის ქონს მეგრელები სამკურნალოდ გამოიყენებდნენ, არასდროს მას არ გამოიყენებდნენ საკვებში. თხის რძე დედის რძესთან მიახლოვებულია და ისიც სამკურნალოდ გამოიყენება,“ - განაცხადა ანა მიქაძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერ ქონს კვებითი ღირებულების გარდა, სამედიცინო ღირებულებაც აქვს:

„ნებისმიერი ქონი, მათ შორის ღორის მუცლის ქონიც კი, კვების გარდა სამედიცინო თვალსაზრისითაც გამოიყენება. მას უამრავ მალამოში იყენებდნენ. ასევე იყო თხის ქონიც. რაც შეეხება ერბოს, მის არაჩვეულებრივ თვისებებთან ერთად, ისიც სამკურნალოა. ერბოს ცოტა ჯინჯერი რომ ჩაურიოთ, ცოტა ქონდარი დაამატოთ, გაყინოთ, შემდეგ საკვებს მოაყაროთ, ჩათვალეთ, რომ გაციების წამალს იღებთ, შეიძლება ვაქცინადაც კი გამოდგეს რიგ შემთხვევაში.

სად შემორჩა ერბო? ერბო არსად არ შემორჩა საქართველოში წარმოებაში, გარდა აჭარის მთიანეთისა, აღმოსავლეთის მთიანეთისა და მუსლიმ თემში (მარნეული, დმანისი, ქვემო ქართლი, გარდაბანი). აღმოსავლეთ საქართველოში ერბოს განათებისთვისაც იყენებდნენ. ​ამ თხევად ოქროს ძალიან ბევრი დანიშნულება ჰქონდა. ერბო არის ერთადერთი ცხიმი, რომელიც კიდევ უფრო უკეთესი ხდება გაცხელების დროს და კიდევ უფრო მეტ სასარგებლო თვისებას იძენს,“- აღნიშნულ საკითხებზე ანა მიქაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მანქანა გამიტეხეს, რამე „გზავნილია“, ბიჭებო?“ - ქაცარავა

🔵„ამაზე მძიმე გადასატანი ექიმისთვის, მერწმუნეთ არაფერია“ - დავით გადელია

🔵უბილეთო მგზავრობისთვის შესაძლოა, არასრულწლოვნები აღარ დაჯარიმდნენ