Digest Logo

უბილეთო მგზავრობისთვის შესაძლოა, არასრულწლოვნები აღარ დაჯარიმდნენ

1632573333
ავტობუსი

მოქალაქეების საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, არასრულწლოვნები ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობისთვის შესაძლოა, აღარ დაჯარიმდნენ. აღნიშნულ ინიციატივას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ეს წინადადება ავტოსატრანსპორტო საშუალებით უბილეთოდ მგზავრობისას არასრულწლოვანი პირების მიმართ რეგულაციების მოწესრიგებას ეხება.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად კი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უბილეთო მგზავრობასთან დაკავშირებით, შესაბამისი პუნქტი შემდეგნაირად უნდა ჩამოყალიბდეს:

„16 წლამდე ასაკის მგზავრის უბილეთო გადაადგილებამ არ გამოიწვიოს მისი დაჯარიმება. უფლება მიეცეს დაასრულოს მგზავრობა, ხოლო კონტროლის განმახორციელებელ პირს აეკრძალოს მისი სატრანსპორტო საშუალებიდან გაძევება.“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მანქანა გამიტეხეს, რამე „გზავნილია“, ბიჭებო?“ - ქაცარავა

🔵„ამაზე მძიმე გადასატანი ექიმისთვის, მერწმუნეთ არაფერია“ - დავით გადელია

🔵„ეკლესიამ უნდა მოუწოდოს მრევლს, არჩევნებზე მხარი დაუჭირონ მას, ვინც რუსეთს არ დაგვამონებს“ - თამაზ ლომიძე

წყარო: commersant.ge