
ორგანიზმში ჰორმონების - ოქსიტოცინისა და დოფამინის მომატება სტრესის გამომწვევი სტეროიდული ჰორმონის, კორტიზოლის დონის შემცირებას იწვევს. Ეს კი ჩვენი იმუნური სისტემის გაძლიერების საწინდარია.
ჰორმონოთერაპიის სპეციალისტი, დოქტორი ჯენიფერ ლანდა სწორედ ამის გათვალისწინებით თვლის, რომ მასტურბაცია შეიძლება იმუნური სისტემის გაუმჯობესებაში დაგვეხმაროს.
ამას ესენის საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო ფსიქოლოგიის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს - მოხალისეთა 11 ჯგუფს სთხოვეს მონაწილეობა მიეღოთ კვლევაში, რომელიც შეისწავლის მასტურბაციის გავლენას ლეიკოციტების რაოდენობასა და იმუნურ სისტემაზე.
ამ ექსპერიმენტის დროს, თითოეული მონაწილის სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა გაანალიზდა. თვითრეგულირებად ორგაზმამდე 5 წუთით ადრე და ორგაზმიდან 45 წუთის შემდეგ მიღებულ უჯრედთა რაოდენობის თანაფარდობით მტკიცდება, რომ სექსუალურმა აღგზნებამ და ორგაზმმა სისხლის თეთრი უჯრედების შემცველობა მკვეთრად გაზარდა, განსაკუთრებით გაიზარდა იმ უჯრედთა წილი, რომლებიც ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლას უწყობს ხელს.
დასკვნები ადასტურებს, რომ სექსუალური აღგზნება და თვითნებურად გამოწვეული ორგაზმი ჩვენს იმუნურ სისტემაზე დადებითად მოქმედებს.
⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:
- დღეს უფრო და უფრო მეტი ადამიანი მარტოხელობას არჩევს - 7 მიზეზი
- საწოლში რომაელთან: ყველაფერი ანტიკური სექსის შესახებ