სოციალურ ქსელში ვრცელდება ექიმების მიერ დასმული დიაგნოზები, რომლებზეც ბევრს იხალისებთ. „დაიჯესტი" გთავაზობთ ჩანაწერების ჩამონათვალს.
„ნახეთ ექიმების მიერ გაკეთებული ავადმყოფების ისტორიები
🔵 მიმღებ განყოფილებაში მოხვედრისას ავადმყოფს გული გაუჩერდა და თავი უკეთ იგრძნო
🔵 მეორე დღეს მუხლი უკეთ გამოიყურებოდა, მესამე დღეს კი საერთოდ გაქრა
🔵 ავადმყოფმა გაკვეთაზე უარი თქვა
🔵 ანამნეზში სუიციდი არ აღინიშნება
🔵 მიუხედავად გაფრთხილებისა ავადმყოფმა განავალი მაინც სხვა კლინიკაში დატოვა
🔵 ავადმყოფი ყინულზე წაიქცა და ფეხები შუა დეკემბერში ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით გაუცურდა
🔵სუნთქვის გაძნელება ფილტვის შეშუპების აშკარა ნიშნებით ავადმყოფს დაეწყო სახლში, სქესობრივი აქტის დროს, რომელიც მიმღებ განყოფილებაში თანდათან გაურთულდა
🔵პაციენტის მტკიცებით მის სახლში უცხოპლანეტელები ცხოვრობენ ტარაკნების სახით
🔵 ავადმყოფი პალატაში არ არის ე.ი. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
🔵 ავადმყოფი საწოლში აქტიურია, ხშირად იცვლის პოზას
🔵დიაგნოზი: მწვავე რესპირატორული ინფექცია. საბოლოო დიაგნოზი: მარცხენა ბეჭის ფრთის დამწვრობა
🔵 ავადმყოფის ჩივილები: შარდვა მაღალი წნევით
🔵 უჩივის მხედველობას: ქალიშვილს ქალისგან უკვე ვეღარ არჩევს
🔵 მკურნალობდა შინაური მეთოდებით: დილით სვამდა არაყს, სადილად - ღვინოს
🔵 ავადმყოფმა დანიშნული რეჟიმის დარღვევით ორგანიზმში შეიყვანა შემწვარი გოჭი და აჯიკა
🔵 ავადმყოფს აღენიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება: ფეხებს უკვე დამოუკიდებლად ჭიმავს
🔵 წარმატებული მკურნალობის შემდეგ პაციენტი გაეწერა რაიონული პათოლოგანატომის მეთვალყურეობით
🔵 მას შემდეგ რაც პედიატრმა ახალშობილი გასინჯა, საჯდომზე მსუბუქი წამორტყმის შემდეგ ამოისუნთქა და დაიყვირა
🔵 ავადმყოფი დეპრესიაშია და გამუდმებით ტირის. ამავე დროს ჩანს რაღაცაზე გულნატკენია
🔵 სწორი ნაწლავის გამოკვლევამ ნორმალური ზომის ფარისებრი ჯირკვალი გამოავლინა
🔵 ავადმყოფი ნ.გ. ასაკი 70 წელი. დიაგნოზი: მწვავე ქოლეცისტიტი, თანმხლები პათოლოგია - ქალწულობა
🔵 ავადმყოფს აღენიშნება ცოლი, 2 ქალიშვილი და საზარდულის თიაქარი
🔵 მიმართვა უროლოგიურ კლინიკაში: მარჯვენა თირკმლის დაჟეჟილობა თვითმცლელზე“, - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ სასაცილო ამბავი 90-იანების ბოლოდან, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო