Digest Logo

„შევდივარ ჩვენს საძინებელში და რას ვხედავ?! - ჩემი ქმარი მეზობლის გოგოსთან ჩემსავე საწოლში არ ფართხალებს?!... ჰოდა, ჩუმად, ფეხის წვერებზე უკან გამოვდივარ...“

1627299936
ყვითელი მარშუტკა

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი სახალისო ისტორიას იხსენებს. ამბობს, რომ ეს ამბავი ავტობუსში მოხდა. 

„ავტობუსში ქალი მგზავრობს და თან მობილურზე ლაპარაკობს:
-წარმოგიდგენია, ნუნუკა, შევდივარ ჩვენს საძინებელში და რას ვხედავ?! - ჩემი ქმარი მეზობლის გოგოსთან ჩემსავე საწოლში არ ფართხალებს?!......ჰოდა, ჩუმად, ფეხის წვერებზე უკან გამოვდივარ, სამზარეულოში გავდივარ, ვიღებ...ვაიმე, ნუნუკა, გოგო, ჩემი გაჩერებაა!... 6-ზე სამსახურიდან რომ გამოვალ, დანარჩენს მაშინ მოგიყვები....
საღამოს 6-ზე, იგივე ქალი იმავე მარშრუტის ავტობუსში ადის, ჯდება. იქ იგივე სახეები ხვდება, რომლებიც დილითაც მგზავრობდნენ....მოულოდნელად, ავტობუსში კიდევ ერთი კაცი ამოხტება. ქოშინით სულს ძლივს ითქვამს და დანარჩენებს მიმართვას...
- ხომ არ დავიგვაინე?! - მერე ქალს მიუბრუნდება და ეუბნება:
-რას მომჩერებიხარ? მიდი, დაურეკე ნუნუკას", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.⭕ასევე დაგაინტერესებთ:

ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ექსპერტებად ნუ გამოდიხართ, „ყველაფერშჩიკობა" საშიშია - ნახეთ, რას ამბობს გიორგი ფხაკაძე

ხობში მოჭიდავეები დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონია

ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა