დიზაინერი ანუკი არეშიძე პირველ ივლისს 32 წლის გახდა.
გასულ წელს თბილისის პირველმა ლედიმ დაბადების დღე წყნეთის აგარაკზე მეგობრებთან და უახლოეს ნათესავებთნ ერთად აღნიშნა.
როგორც სოციალური ქსელიდან ვიგებთ, ანუკიმ დაბადების დღე წელს ოჯახურ გარემოში აღნიშნა, წინა წელს კი მან გრანდიოზული დაბადების დღე გადაიხადა წყნეთში მეგობრებთან ერთად.
ანუკიმ "ინსტაგრამზე" დაბადების დღის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ულამაზეს წითელ კაბაშია გამოწყობილი. როგორც აღმოჩნდა დიზაინერს სიურპრიზი შვილებმაც მოუწყეს და საკუთარი ხელით შექმნილი ნახატები აჩუქეს.
„მინდა, მადლობა გითხრათ ყველას, რომ გამონახეთ დრო და გასაოცარი რაღაცები მისურვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მყავხართ. ეს დღე თქვენ მართლაც განსაკუთრებულ დღედ აქციეთ.
მიყვარხართ. მადლობა, მადლობა, მადლობა“, - წერს ანუკი არეშიძე.
View this post on Instagram
ანუკის დაბადების დღის ფოტოებში წამლების ფოტოც არის, რის გამოც მისი გამომწერები დაიბნენ და კომენტარებში წერენ
დიზაინერს დაბადების დღეზე ასევე სრულიად უცნობმა ადამიანმა, საკუთარი პორტრეტი აჩუქა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„მილანში, რაც ჩამოვიდა, მას შემდეგ ვუვლი“ - კახი კალაძის და ანუკი არეშიძის სიყვარულის ისტორია