Digest Logo

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა სანტა კლაუსებს წერილი მისწერა

1605515117
სინტერკლაასი

ბელგიის მთავრობამ სანტა-კლაუსებს წერილი მისწერა. ამის შესახებ გამოცემა Le Soir-ი გვატყობინებს.

ჯანდაცვის მინისტრ ფრანკ ვანდენბრუკის მიერ გაგზავნილ წერილში წერია, რომ ესპანეთიდან ჩასულ სიტერკლაასს, იგივე სანტა-კლაუსს ბელგიაში ჩასვლის შემდგ 10-დღიანი კარანტინის გავლა არ მოუწევს, არც ქვეყანაში დაწესებული კომენდანტის საათის დაცვა არ ევალება. ასე რომ ბელგიელ სანტას 6 დეკემბრის ღამეს საჩუქრების დარიგება ჩვეულ რეჟიმში შეუძლია.

„სახურავიდან სახურავზე გადაფრენისას სკაფანდრში გამოწყობას არ გავალდებულებთ, თუმცა გირჩევთ დაიცვათ დისტანცია, რეგულარულად დაიბანოთ ხელები და აუცილებლობის შემთხვევაში ატაროთ პირბადე“, - ნათქვამია მინისტრის წერილში.

სანტა კლაუსი ერთადერთი არაა, ვისზეც შეზღუდვები არ ვრცელდება. აპრილში ახალი ზელანდიის პრემიერმა ჯასინდა არდერნმა კბილის ფერია და აღდგომის ბაჭიას საქმიანობის გაგრძელების ნებართვა მისცა.