ასტროლოგი ნინა ხომერიკი ჟურნალ OK!georgia-სთან ინტერვიუში, უმნიშვნელოვანეს ასტროლოგიურ პროგნოზს აკეთებს და მოსახლეობას 20-21 ივნისის განსაკუთრებული კოსმოსური ენერგიების შესახებ აფრთხილებს. ასტროლოგის განმარტებით, სწორედ ამ დღეებში აღწევს კულმინაციას უძლიერესი პლანეტარული გავლენები, რაც ადამიანებში დიდ ემოციურ რყევებს გამოიწვევს, თუმცა, ამავდროულად, გვეძლევა შანსი, საკუთარი ბედი უკეთესობისკენ შევცვალოთ.
„20-21 ივნისი, ეს ის თარიღია, როდესაც თავის კულმინაციას აღწევს არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადობის ენერგიის მატარებელი პლანეტა ურანი, წარსულის და მომავლის კარმული კვანძები, მზის ენერგია და ემოციური უსაფრთხოების მაძიებელი კირჩხიბი.
შესაბამისად, ეს ყველაფერი ადამიანებში გამოიხატება, როგორც არასტაბილური ემოციური საქანელები – ერთის მხრივ მოზღვავებული ემოციები, ცვლილებების სურვილი, ახალი გზის ძიება და, აგრეთვე, დაცულობის განცდის შენარჩუნება“, – განმარტავს ნინა ხომერიკი.
ასტროლოგის თქმით, ამ კრიტიკულ პერიოდში აუცილებელია ოქროს შუალედის პოვნა:
„ძალიან მნიშვნელოვანია ვაკონტროლოთ სურვილები, განცდები, ვიპოვოთ ოქროს შუალედი, არ ავყვეთ ურანისეულ უეცრად მოსულ აგრესიას და გვახსოვდეს, რომ ასეთ დროს გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენი ცხოვრება გადავწეროთ. იჩქარეთ დინჯად!“
ნინა ხომერიკი მკითხველს უზიარებს სპეციალურ რიტუალს, რომელიც მზის პირველ სხივებთან ერთად სრულდება და საოცარი ძალა აქვს:
„ჩამოწერეთ ფურცელზე თქვენი სურვილები, მიზნები, ასევე ის, თუ რისთვის ხართ ცხოვრებაში მადლიერი და რისგან გსურთ გათავისუფლება. აუცილებელია ცეცხლის ელემენტის გამოყენება - დაანთეთ სანთელი და ფურცელზე ჩამოწერილი არასასურველი მოვლენებისაგან გათავისუფლდით (სიმბოლურად დაწვით ფურცელი, სადაც ნეგატიური და ხელისშემშლელი ფაქტორები გაქვთ აღნიშნული)“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ ბავშვობის სიყვარული, რომელიც დიდებაზე ძლიერი აღმოჩნდა: ლეო მესისა და ანტონელას სამაგალითო ისტორია