Digest Logo

ჩხოროწყუში მღვდელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავდასხმის მიზეზი აღსარებაა - საქმეში ჩართული არიან ე.წ. ავტორიტეტები

1627802117
ეკლესიის ზარი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, სოფელ ზუმის ეკლესიის წინამძღვარი, სოფლის ცენტრში თავს დაესხნენ.

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სოფელ ზუმის მცხოვრები სასულიერო პირს, ჯერ ავტომობილით დაეჯახა, ამის შემდგომ მანქანიდან გადმოათრია და ფიზიკურად გაუსწორდა. მღვდელ მიქაელ ლაგვილავას ფიზიკურად მისი მრევლის ერთ-ერთი წევრის ქმარი დაესხა თავს.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ანგარიშსწორების მიზეზი აღსარება გახდა. თავდამსხმელი მღვდელს, მისი ცოლის აღსარების საიდუმლოს გათქმაში ადანაშაულებდა და ამის გამო ფიზიკურად გაუსწორდა.

დაზიანებული მანქანა ამ დრომდე თავდამსხმელის სახლის ეზოში დგას. ის შაბათის ფორმულას კამერას დაემალა.

შაბათის ფორმულას უყვებიან, რომ დაზარალებული მღვდელი, თავდამსხმელის დასჯის წინააღმდეგი იყო, საქმეში პოლიცია არ ჩარეულა, თუმცა ჩაერივნენ ე.წ. ავტორიტეტები, მაგრამ სასულიერო პირის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, ინციდენტი ბოდიშის მოხდით ამოიწურა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

თბილისში 59 წლის კაცმა შვილი და რძალი დანით აჩეხა

„ვლოცულობ, მკერდი მალე გაგაზერდოს“ - რა მესიჯი მისწერა მეუფემ მოზარდს, რომელიც მისი სულიერი შვილი იყო

რა კავშირია დუდუ დადიანისა და კახი ასათიანის მკვლელობას შორის - აქამდე უცნობი ამბავი