Digest Logo

დედამ შვილს უთხრა, რომ მისი გაჩენის სურვილი არასდროს ჰქონია - უცნობი ამბავი

1631265497
დედა შვილი

24 წლის ქალს 4 შვილი ჰყავს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ბავშვების გაჩენას მისი ქმარი აძალებდა, რეალურად დედობა არასოდეს უნდოდა.

ამ ყველაფრის შესახებ ის სოციალურ ქსელში თავად წერდა.

„მე რომ მქონოდა საშუალება პირველი შვილის მერე არ გავაჩენდი ბავშვს, ამას ჩემი ქმარი მაძალებდა, მას ბავშვები უნდოდა მე კი არაა.

ჩემს პირველ შვილზე რთული ორსულობა მქონდა და მას მერე რაც გაიზარდა თითქოს მე და ჩემი შვილი ერთმანეთს ვერც ვუგებთ კარგად.

ის 5 წლისაა და ძალიან ცნობისმოყვარეა. ერთხელ როდესაც დასაძინებლად ვაწვენდი ის კითხვებს მისვამდა, მერე დაამატა, რომ როცა გაიზრდებოდა ბევრი შვილები უნდოდა ჰყოლოდა, შემდეგ კი მკითხა თუ მე რამდენი შვილი მინდოდა მისი ასაკის, რომ ვიყავი.

ვუპასუხე, რომ არ მინდოდა შვილები, არც მისი გაჩენა იყო ჩემი სურვილი. მესმის, რომ ძალიან პატარა...

5 წლის, მაგრამ მან არასწორად გაიგო და ეს ყველაფერი მამამისსაც უთხრა. მეორე დილით ჩემი ქმარი საშინლად გაბრაზებული დამხვდა, მეუბნებოდა, რომ ჩემ შვილს ფსიქიკა დავუნგრიე და საშინელი დედა ვარ.

მე კი ვუპასუხე, რომ რთულია იყო იმ ბავშვის დედა, რომლის დაბადება არც იყო შენი სურვილი. ის გაბრაზდა, ვერ იჯერებდა რაც ვუთხარი, ბავშვები წაიყვანა და მშობლების სახლში წავიდა“, - წერდა ახალგაზრდა დედა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„როგორ ვახერხებ თავის გატანას, თვითონაც არ ვიცი”- ნახეთ, რა ხდება ეკა კვალიაშვილის თავს

🔵„ვეძებთ ამ ხუთ ლარიანის პატრონს, სავარაუდოდ, ბათუმში“ - კუპიურის ფოტო, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო

🔵მე და ნოეს ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ მაშინ დამთავრდა, როდესაც… მარიშკა ჯავახაძის ინტერვიუ

🔵„17 წლის მანანა გააუპატიურეს, მოკლეს, დანაშაულის დაფარვის მიზნით გვამი დაწვეს და წერილი დაწერეს, ვითომ გაიპარა...“ - გაუხმაურებელი ამბავი

🔵6-12 სექტემბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი